მ. იაშვილის და ი. ციციშვილის კლინიკების ბაზაზე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ამოქმედდა
COVID-19 - 17:28, 21 Apr, 2021     1077

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის სპეციალური მიმართულება უზრუნველყოფს ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგსა და შესაბამის მკურნალობას იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

კოვიდ გადატანილი პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის კოორდინაციას გულისხმობს და ხშირად აერთიანებს როგორც პედიატრს, ისე - ბავშვთა ინფექციური დაავადებების ექიმს, ბავშვთა კარდიორევმატოლოგს, რეანიმატოლოგს, ნევროლოგს, ჰემატოლოგსა და ბავშვთა ნეფროლოგს. მ.იაშვილისა და ი. ციციშვილის კლინიკებში შემუშავებულია კონსულტაციებისა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების სპეციალური პაკეტი იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს (ან ეჭვია, რომ გადაიტანეს) მწვავე კოვიდი, ან მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. არსებული შეთავაზება მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის პაკეტით ან პირდაპირ მიმართოს გადამზადებულ პედიატრს, რომელიც თავად განსაზღვრავს აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩამონათვალს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტ კოვიდ ცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.

სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აღნიშნული ცენტრები მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პატარა პაციენტებს პედიატრის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი 5 მაისამდე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს ქუთაისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს, რაც მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.evexhospitals.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42