კაცობრიობას საუკუნეებია აწუხებს კითხვა - არის თუ არა სიცოცხლე და კერძოდ, გონიერი არსებები სხვა პლანეტებზე? ჯერჯერობით მეცნიერებს ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნიათ, თუმცა, კოსმოსური ერის დაწყებისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად მათი ძიება უწყვეტად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ კოსმოსში სიცოცხლის იმგვარი ფორმების არსებობა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, დამოკიდებულია დაახლ;ოებით იმდაგვარ გარემო პირობებზე, როგორშიც დედამიწა იმყოფება მზის სისტემაში.სავარაუდო პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია სიცოცხლე წარმოიშვას, საკუთარი სისტემის ვარსკვლავისგან ე.წ. "დასახლებად ზონაში" უნდა იყოს - მასზე არც ძალიან უნდა ცხელოდეს და არც ძალიან უნდა ციოდეს.
მნიშვნელოვანია სხვა პლანეტებისა და "მთვარეების" (პლანეტის თანამგზავრების) განლაგებაც. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ იუპიტერი დედამიწას მეტეორიტებისგან იცავს. ასევეა მთვარეც, რომელიც კომეტებისგან გვიცავს.
აუცილებელ პირობებში არის კიდევ პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა - ცოცხალი არსებები უნდა სუნთქავდნენ და წყალი.
რამდენად ალბათურია ასეთი მსგავსების არსებობა? სამყაროში, მეცნიერების შეფასებით 100 მილიარდამდე გალაქტიკა და ვარსკვლავია. ჩვენ აღმოვაჩინეთ მხოლოდ 2000.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი, NASA-ს კოსმოსური ობსერვატორია (კეპლერის ზონდი), ანუ მოკლედ - K2, სწორედ ამ დავალებას ასრულებს. 2009 წლის შემდეგ მან უკვე აღმოაჩინა 219 კანდიდატი-პლანეტა, რომელთაგან 10 თითქმის დედამიწის მსგავსია - ვარსკვლავი-მზისგან "დასახლებად ზონაში" მდებარეობს, პლანეტის ზედაპირი დედამიწასავით მყარი და ქვიანია, ატმოსფეროს შემადგენლობაც თანხვედრია, რაც შეეხება წყალს ამხელა მანძლებზე მისი აღმოჩენა შეუძლებელია, თუმცა, მდგრადი ატმოსფეროს არსებობით მისი დაშვებაც შეიძლება.
პლანეტების ძიება გრძელდება და მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიცოცხლის აღმოჩენა მხოლოდ დროის ფაქტორია.
მასალის გამოყენების პირობები