ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე
17:58, 31 Jan, 2014     4169

2014 წელი გაეროს საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო აქტივობის წელია. რამსარის კონვენციამ მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დღის თემად, ჭაობები და სოფლის მეურნეობა აირჩია. ამ დღის სლოგანია „ჭარბტენიანი ტერიტორიები და სოფლის მეურნეობა - ხელიხელჩაკიდებულნი წარმატებისკენ “

ჭაობები ხშირად განიხილება, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი ბარიერი და მცდელობა ყოველთვის მათი დაშრობისკენ არის მიმართული, თუმცა ჭაობების მთავრი დანიშნულება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით დროთა განმავლობაში უფრო ნათელი ხდება და სახეზეა წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გამოცდილება, რომელიც მხარს უჭერს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვას.

ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე, გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით, ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას; ჭაობი არის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცლების საშუალება, წყლის “ბუნებრივი ფილტრი“, გადამფრენი ფრინველების დროებით საბინადრო, დასვენების და გამრავლების ადგილი, ეკოტურიზმის განვითარების პოტენციური ტერიტორია და სხვა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წყლის რესურსი პრაქტიკულად ათვისებულია. სოფლის მეურნეობა მეტ წყალს საჭიროებს ადამიანების მხარდასაჭერად. ჭარბტენიან ტერიტორიებს კიდევ აქვთ იმის რესურსი, რომ შეინარჩუნონ ეკოლოგიური ხასიათი და ეკოსისტემური სერვისი.

დედამიწაზე 70% ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის.

დაახლოებით 40 %- მოსარწყავი ტერიტორიების დამოკიდებულია მიწისქვეშა წყლებზე.

20 % სასოფლო-სამეურნეო წყლების გამოიყენება მოსარწყავად, დანარჩენი დამოკიდებულია ნალექზე.

11 % დედამიწის ზედაპირის გამოიყენება სასოფლო- სამეურნეო თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობის პროდუქცია თითქმის გასამმაგდა გასული 50 წლის მანძილზე, ხოლო, დამუშავებული მიწის ფართობი გაიზარდა 12 %-ით. სარწყავი ტერიტორიების განფენილობა გაორმაგდა, რამაც გამოიწვია პროდუქტის 40 %-იანი მატება. ამდენად, წყალი პირდაპირკავშირშია სოფლის მეურნეობასთან.

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია ცენტრალური კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადასა და ჭურიის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს); ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).

1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“. მას შემდეგ, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს ეროვნულ ქმედებებს და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად. 1997 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში, რაც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან ომის შედეგებს - ომბუდსმენი
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42