უგემრიელესი ყავის ტორტი მეგობრული საღამოებისათვის
კულინარია - 20:40, 30 Aug, 2015     9070

ინგრედიენტები: ბისკვიტისთვის: 10 კვერცხი, 12 ს/კ ფქვილი, 10 ს/კ შაქარი, 1,5 ს/კ თაფლი, 0,5 ჩ/კ სოდა, 3 ს/კ ხსნადი ყავა, მარილი დანის წვერზე

კრემისთვის – 2 ქილა შესქელებული რძე, 1 ლ წყალი, 16 კვერცხის გული, 2 ჭ შაქარი, 100 გრ ფქვილი, 150 გრ სახამებელი, 4 ს/კ ხსნადი ყავა, 900 გრ კარაქი

სარკალისთვის: 3 ს/კ კაკაო, 6 ს/კ შაქარი, 3 ს/კ რძე, 20 გრ კარაქი, 1ს/კ მაგარი ყავა „ესპრესო“, 1 პაკეტი ვანილის შაქარი

დასანამად: 150 გრ შაქარი და 750 მლ მაგარი ყავა ესპრესო, 30 მლ კონიაკი


მომზადება: კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ. ცილები ჩავასხათ კარგად გამშრალებულ ჯამში და ვთქვიფოთ სანამ სქელ, ჰაეროვან ბეზეს არ მივიღებთ, მერე თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ შაქარი. მერე სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხის გულები, ყავა და თაფლი. სოდა გავურიოთ ფქვილში და ფრთხილად, თითო-თითო კოვზად შევურიოთ ათქვეფილ ბეზეს. გამზადებული ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფსკერზე პერგამენტდაფენილ ტორტის ფორმაში და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი.

შესქელებული რძე გავხსნათ წყალში და გავაცხელოთ. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, მერე შევურიოთ ფქვილი, ყავა და ვანილის შაქარი. რძე რომ გაცხელდება ჩავურიოთ ფქვილიან მასაში და კარგად მოვურიოთ კუკრკუტები რომ არ დარჩეს. მერე ისევ რძიან ქვაბში გადავასხათ და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. მორევა მორევით მოვადუღოთ სქელი კრემი. გადმოვდგათ გაზიდან და ოთახის ტემპერატურამდე გავაცივოთ. ოთახის ტემპერატურის დარბირებული კარაქი ავთქვიფოთ კრემივით. რომ გათეთრდება და ზომაში მოიმატებს, თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ მოდუღებული კრემი და მაცივარში შევდგათ 1 საათით.შაქრისა და ყავისგან მოვადუღოთ სქელი სიროპი, გავაგრილოთ და დავუმატოთ კონიაკი.ბისკვიტი ჰორიზონტალურად გავჭრათ 2-3 ფენად. პირველი ფენა დავნამოთ და წავუსვათ კრემი მინიმუმ თითის სისქეზე, ზემოდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა და ისიც დავნამოთ. მერე წავუსვათ კრემი. დავადოთ ბისკბიტის ბოლო ფენა, ისიც დავნამოთ და დავკრემოთ. ტორტს გვერდებზეც შემოვუსვათ კრემის სქელი ფენა.კაკაოს, შაქრის, რძისა და ყავისაგან მოვადუღოთ სქელი სარკალა, ბოლოს ჩავუმატოთ კარაქი. ოდნავ შევაგრილოთ და მოვასხათ ტორტს.
ტორტი სხვადასხვანაირად შეგიძლიათ მორთოთ, მაგალითად: მთლიანად სარკალა გადაასხით და ზევიდან მთელ-მთელი ნიგვზის ლებნებით ან ყავის კრემის ყვავილებით მორთეთ; ან შოკოლადი მარტო „კინკრიხოზე“ მოასხით, გვერდები კი კრემით მორთეთ და კიდეზე, ირგვლილ კრემის ყვავილები დაასვით. მოგეხსენებათ, რაც უფრო მეტი კრემია, მით უფრო გემრიელია ტორტი.გემრიელად მიირთვით!




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42