ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს თქვა, რომ საქართველო 18 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელიც კოვაქსისგან გამონაკლისის წესით მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას.
“გუშინ COVAX პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა AstraZeneca-სთვის და Pfizer-ისთვის. 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის, აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის, საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას. რაოდენობა რჩება ის, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული 29 250 დოზა, სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, კონკრეტულად როდის შემოვა.
რაც შეეხება AstraZeneca-ს, ალოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც საქართველომ მაისის ბოლომდე უნდა მიიღოს. საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვალში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 144 000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 314 000 დოზამდე, თუმცა ეს რაოდენობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. COVAX-ი აზუსტებს, რომ რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქარათველოსთვის გამოყოფილი ვაქცინის დოზების შემცირებას”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები