კანონი გამკაცრდა - საქართველოში არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით ისჯება
პოლიტიკა - 14:05, 05 Mar, 2021     2291

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი სამინისტროს ინიციატივით მიღებულია ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გომელაურმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც.

მინისტრის თქმითვე, ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე - მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.

"2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42