ექსპერტ ხთუნა ლაგაზიძის განცხადებით, ის არ არის მნიშვნელოვანი, რას წაიღებს ღარიბაშვილი ბრიუსელში, მთავარია იქიდან რას ჩამოიტანს. მისი განმარტებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აუცილებელია კონსესუსის მიღწევა იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს:
"ჩემთვის მთავარი რიგგარეშე არჩევნებია, როგორ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ამისთვის სხვადასხვა გზა არსებობს. იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ, აუცილებელია კონსენსუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომაც, რომელიც ამ კონსენსუსამდე უფრო რეალური გზა არის, ის გზა უნდა ავირჩიოთ. დღეს როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ჩიხიდან და რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანონ. ღარიბაშვილი ბრიუსელში რას წაიღებს არააა მნიშვნელოვანი, რას ჩამოიტანს ისაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები