ბიზნესი & ეკონომიკა • 1660128360
თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს იმისთვის, რომ მომხმარებლებს ცხოვრება გაუმარტივოს და კიდევ უფრო მეტი სიახლე შესთავაზოს მათ.
სულ რამდენიმე დღეა ციფრულ ბანკს რეფინანსირების ფუნქციონალი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია თიბისიში ან თუნდაც სხვა ბანკში არსებული სესხები გააერთიანოს, გადაფაროს და ისარგებლოს გაზრდილი ლიმიტით. ასევე, ციფრულ ბანკში სესხის აღებისას მიიღოს სპეციალური ფასდაკლება სამომხმარებლო სესხზე.
იმისთვის, რომ ყოველდღიურობა უფრო მარტივი იყოს, თიბისის ციფრულ ბანკში მუდმივად ემატება და ვითარდება ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალები, როგორიცაა : გადარიცხვები, კომუნალურები, მარტივი ინტერფეისი მოქნილი პერსონალიზაციისთვის და კიდევ მრავალი სხვა.
გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
ციფრულ ბანკში მომხმარებელს სხვადასხვა გზით შეუძლია თანხის მარტივად გადარიცხვა. თანხა მარტივად შენით შეგიძლია გადარიცხო მობილურის ნომრით, რომელიც შეგიძლია პირდაპირ კონტაქტებიდან აირჩიო. აქვეა მზა შაბლონებიც, პირადი ნომრით გადარიცხვა, საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა და ა.შ. ნახეთ ვიდეო ციფრულ ბანკში გადარიცხვების შესახებ: ციფრული ბანკი.
სულ ახლახან ციფრულ ბანკში დაემატა ინოვაციური ფუნქციონალი - IBAN სკანერით თანხის გადარიცხვა, რაც გულისხმობს, რომ შეგიძლია ატვირთო ანგარიშის ნომრის ფოტო ან დაანათო სკანერი და აღარ მოგიწევს ანგარიშის ნომრის ამოწერა ან დაკოპირება.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციონალი კომუნალურების გადახდაა. შეგიძლია მარტივად, შენით, შექმნა კომუნალური გადახდის შაბლონები, დააჯგუფო და სულ რამდენიმე წამში გადარიცხო სჭირო თანხა.
ციფრული ბანკი მომხმარებელს პერსონალიზაციის გამარტივებულ ფუნქციონალებსაც სთავაზობს. იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებ ინტერფეისს, შეგიძლია აარჩიო ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მუქი ან ღია დიზაინი, ავატარის შეცვლა და სასურველი ფოტოს დაყენება.
ასევე, ციფრულ ბანკს დაემატა აპის ლოგოს ფერები და ყველა მომხმარებელი თავისი გემოვნების მიხედვით არჩევს ფერს.
თუ ბარათი დაკარგე ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მისი დაბლოკვა დაგჭირდა, ციფრულ ბანკში ამასაც მარტივად შეძლებ. განბლოკვაც ნებისმიერ დროს, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია.
პინ კოდის დავიწყების შემთხვევაში მის შეცვლასაც აქვე შეძლებ. გახსენი ციფრული ბანკის აპი და აირჩიე შენი ანგარიში, დააჭირე პინ კოდის განახლებას და ახალს სმს-ით მიიღებ.
თუ შენი ბარათის მოქმედების ვადა იწურება და მისი განახლება სწრაფად გჭირდება, თიბისის ციფრულ ბანკში ბარათის განახლების ფუნქციონალით, მარტივად ისარგებლებ. სურვილის შემთხვევაში, ბარათისთვის სახელის შეცვლაც აქვე, რამდენიმე წამში შეგიძლია.
თიბისის გუნდი ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და მარტივი ფუნქციონალები შევთავაზოთ და მოვერგოთ მათ საჭიროებებს, რადგან აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია და შეგიძლია შენით გაიმარტივო ცხოვრება თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად.
პარლამენტის წევრს, ბეჟან წაქაძეს ქუჩაში შეხვდნენ ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, და როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ვი...
პოლიტიკა • 1713531130
19.04.24 16:31ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით - ამის შესახებ მსახიობმა ონისე ონიანმა "პირველებთან" განაცხადა და თქვა, რომ გუშინდელი პერფომანსი თეატრ "სახელოსნო 42"-ის სცენაზე იყო იმის დემონ...
საზოგადოება • 1713530738
"მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე...
პოლიტიკა • 1713530326
2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. „მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალ...
სოცმედია • 1713530097
"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და "ქართულ ოცნებას" რუსულ კანონთან დაკავ...
პოლიტიკა • 1713528981
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიბარეს. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად სპეცრაზმელები უსწორდებონენ, რასაც აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრებიც ა...
საზოგადოება • 1713528929
ეს საინტერესოა • 1713468243
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713122762
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი