დავით თვალაბეიშვილი - ელექტროენერგიის საბალანსო ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების გადავადება არსებულ გამოწვევებს მინიმუმამდე დაიყვანს

თვალაბეიშვილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღით ადრე და საბალანსო ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირება 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2022 წლის 1 მარტიდან დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის შეფასებით, საბითუმო ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება ენერგეტიკის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მასზე დიდად არის დამოკიდებული ზოგადად რეფორმის წარმატება. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგორესურსების გახსნილი და კონკურენტული ბაზარი საქართველოს რეალობაში პირველად ყალიბდება, ამისთვის აუცილებელია არა მხოლოდ უშუალოდ ბაზრის სტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, არამედ ბაზრის მონაწილეთა მზადყოფნა რეალური ვაჭრობებისათვის.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე, რომელთა გათვალისწინებითაც ბაზრის ამოქმედება გადავადდა. მათ შორისაა, დამატებითი კონსულტაციები ბიზნესთან. შედეგად, ბირჟის ახალი მოდელის ამოქმედების გადადება საშუალებას მისცემს როგორც ბიზნესს, ასევე რეფორმის ავტორებს, უკეთ განსაზღვრონ პოზიციები. შედეგად, რეფორმას, მსხვილი ბიზნესის ამ ნაწილის სახით, დამატებითი მხარდამჭერი ეყოლება.

მინისტრის მოადგილემ გარემოებებად ასევე დაასახელა სავაჭრო პლატფორმების დამატებითი ტესტირებისა და აღრიცხვიანობის უფრო მეტად მოწესრიგების მიზანშეწონილობა. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ასეთი მასშტაბური რეფორმისთვის, რომელიც უკავშირდება საათურ ვაჭრობასა და თვითდისპეტჩირების მოდელზე გადასვლას, უაღრესად მნიშვნელოვანია სიმულაციურ რეჟიმში ორგანიზებული ბაზრების პლატფორმების სატესტო გაშვება, გამოცდა და დახვეწა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბაზრების რეალურ გაშვებამდე, აუცილებელია გარკვეული პერიოდი პროცესების გასწორებისთვის - მაგალითად, ბაზრის ინსტრუმენტების დასახვეწად, მონაწილეთა საბოლოო რეგისტრაციისათვის, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ შესაბამისი პროცესების დასრულებისათვის  და ა.შ.

დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია აღრიცხვიანობის მოწესრიგება, მთელი სისტემის აღრიცხვის 1 საათიან ინტერვალზე გადაყვანა და პროფილირების ავტომატური სისტემების დანერგვა. „2020 წლიდან მოყოლებული ქსელური კომპანიების და საბითუმო ბაზრის მონაწილე კვალიფიციური საწარმოების მიერ აქტიურად მიმდინარეობს საანგარიშსწორებო აღრიცხვიანობის მოწესრიგების პროცესი. მოწესრიგების გეგმა გრაფიკი შეთანხმებულია სემეკთან შესაბამისი ნორმატიული აქტით და გაწერილია წლის ბოლომდე. ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგების შეჯამება და ანალიზი მოხერხდება მხოლოდ 2022 წლის იანვრის ბოლოს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„დატვირთვის სტანდარტული პროფილირება გამოყენებული იქნება ჩამნაცვლებელ მეთოდოლოგიად, მათ შორის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის მონაწილეებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის საათურად ჩასაშლელად, რადგანაც საცალო მომხმარებლებს ჯერ არ აქვთ საათური მრიცხველები და მთლიანად ე.წ. „ჭკვიან აღრიცხვაზე" გადასვლა ხანგრძლივი პროცესია. ამ ეტაპზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ ხორციელდება დატვირთვის სტანდარტული პროფილირების ავტომატური პლატფორმის გამართვა და მათი დაკავშირება აღრიცხვისა და ბილინგის სისტემებთან. ამ პროცესის დასრულებაც გათვალისწინებულია წლის ბოლოსთვის. შესაბამისად იანვარი-თებერვალი მნიშვნელოვანად გამოყენებული იქნება სიმულაციური რეჟიმის დასრულებისათვის, ახალშექმნილი მექანიზმების და დამხმარე პროგრამების აპრობაციისთვის და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ანგარიშის მომზადებისათვის," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, დღით ადრე და საბალანსო ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირების ორი თვის გადავადებით დაწყება მინიმუმამდე დაიყვანს იმ გამოწვევებს, რომლებიც ამჟამად არის იდენტიფიცირებული და დღეს დგას რეფორმის განხორციელების პროცესში. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან აღებული ვალდებულების არსთან, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი, კონკურენტული, ამავე დროს, მდგრადი და დაბალანსებული ენერგეტიკული ბაზარი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სპეცრაზმელელბი
"პოლიციამ მოაწყო სადამსჯელო ოპერაცია" | Amnesty International თბილისში გამართულ აქციებზე

 პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსული კანონის წინააღმდეგ 16 აპრილს გამართულ აქციასა და დემონ...

პოლიტიკა 1713432206

თოფურია ილია
„დაუვიწყარი, სიყვარულით სავსე დღეები.. ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით, გვჯერა, ღმერთი ბევრ საოცარ რამეს გვიმზადებს“ – ილია თოფურია უმშვენიერეს მეუღლესთან ერთად მაიამის მზიან სანაპიროს სტუმრობს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი უშვენიერესი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია, რომლებიც სულ მალე შვილს ელოდებიან, თავისუფალ დროს აშშ-ში, მაიამის მზიან სანაპიროზე ატარებენ.     „სიყვარული...

სოცმედია 1713431915

პოლიტიკა
გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო

პარლამენტში შესულია პრეზიდენტის ვეტო, რომელიც საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს ეხება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. საკითხი განს...

პოლიტიკა 1713431677

მარკ კლეიტონი
„რაც შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, შეშფოთების საგანი იქნება“ - კლეიტონი

ჩემმა კოლეგებმა ევროკავშირიდან ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატეს ამ კანონის გავლენაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. რაც შეეხება ბრიტანეთს, ჩვენ ძალიან მტკიცეთ ვუჭერთ მხარს დემოკრატიასა და ადამიანის...

პოლიტიკა 1713431548

კრემლი
პუტინის რეჟიმის პირველი პირები "ოცნების" რუსული კანონის მიღებას ზეიმობენ

პუტინის რეჟიმის პირველი პირები, საქართველოში რუსული კანონის მიღებას ზეიმობენ. რუსეთს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, გაჭრილი ვაშილივით ჰგავს კობახიძის განცხადებებს. კანონს ვიღებთ სუვერენიტეტის და...

პოლიტიკა 1713431415

მაკფოლი
„თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან, #არარუსულკანონს“ - მაკფოლი

"შთამაგონებელი ხალხმრავლობა საქართველოში! თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან. #არარუსულკანონს".წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფი...

პოლიტიკა 1713431348