გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გურამიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირთან საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში გამართულ კონფერენციაში. პროექტი ორწლიანია და ითვალისწინებს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებას ინსტიტუციურ დონეზე და საგზაო შემთხვევების მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების ხარისხის გაუმჯობესებას.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის განვითარების მინისტრი გჟეგორჟ პუდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რეგიონული პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები.

პროექტი ითვალისწინებს პოლონელი და ლიეტუველი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერებას საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების გზით.

თავის გამოსვლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტს ამ ამოცანის შესრულებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, უკვე შემუშავებულია საქართველოს საგზაო უსაფრთხოების  ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის (2022-2023) პროექტები, რომელიც  უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

„სტრატეგიის მიზანია, ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მძიმე შემთხვევების რაოდენობის 25%-ით შემცირება. სტრატეგია მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტურობის გაზრდა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის შეცვლა პოზიტიური კუთხით, უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ავტომობილების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი იძლევა საქართველოს, პოლონეთს და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცების შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს არჩევანს განვითარდეს ევროპული ღირებულებების შესაბამისად. დასაფასებელია ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს გაიზიაროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დაძმობილების პროექტი გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებს, საგზაო უსაფრთხოების მონაცემების მართვაში ჩართული პერსონალის შესაძლებლობების გაზრდით.

გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ერთიანი საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავებას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ეროვნული სააგენტოებისთვის, ტრამვის ეროვნული რეესტრისა და მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540