საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

საქბანკი

საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკმა პირდაპირ მობილბანკიდან გახადა შესაძლებელი აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას დღეს უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

„ინვესტიციები“ შესაძლებელს ხდის, სულ რამდნეიმე წუთში, ონლაინ გახსნათ საინვესტიციო ანგარიში და საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, $1-დან დაიწყოთ წამყვანი საერთაშორისო კომპანიების აქციებში ინვესტირება.

ამჟამად, 10 ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი აქცია, რომელშიც მომხმარებლები ინვესტირებას მობილბანკიდან ახორციელებენ, ასე გამოიყურება: Tesla, Apple, Facebook , S&P 500, Coca-Cola, Microsoft, Netflix, Google, Amazon, Boqii Holding Ltd

„ინვესტიციების ფარგლებში, საქართველოს 10,000-მდე ახალი ინვესტორი შეემატა, რომლებიც ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები არიან, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საინვესტიციო პლატფორმის  საშუალებით, ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გავხადოთ, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში. პროდუქტის დანერგვიდან დღემდე, „ინვესტიციები“ მუდმივად ვითარდება - პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალები, იხვეწება დიზაინი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტური იყოს მისი გამოყენება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას. სამომავლოდ, ვგეგმავთ მომხმარებელს მობილბანკიდან კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც შევთავაზოთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ქოქოსაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182

ნოე სულაბერიძე თურქი მსახიობები
ვიდეო: ,,მოუთმენლად ველოდებით” – ნოე სულაბერიძე ცნობილ თურქ და ქართველ მსახიობებთან ერთად

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...

სოცმედია 1711683779

ფეხბურთი
როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...

სპორტი 1711682034

პუტინი
რუსი სამხედროების 99,27%-მა არჩევნებში ხმა პუტინს მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...

მსოფლიო 1711681850