როდის დამთავრდება ომი და რა ელის რუსეთის ეკონომიკას - რუსი ფილოსოფოსისა და ოკულტისტის წინასწარმეტყველება

ოკულტისტის წინასწარმეტყველება

2022 წლის ივლისის ბოლოსთვის რუსეთის ფედერაციაში მოსალოდნელია ისტორიაში ყველაზე მსხვილი საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი, ამავე პერიოდში დაიწყება რუსეთ-უკრაინის ომის მესამე ეტაპი, - აცხადებს რუსი ფილოსოფოსი და ოკულტისტი ანდრეი კოსმაჩი უკრაინელ სამართალდამცველ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში.

"2021 წლის დეკემბრის ბოლოდან მთვარის კვანძები კურო-მორიელის ღერძში გადავიდნენ, სადაც ისინი 2023 წლის ივლისამდე დარჩებიან. ყველა ძირითადი მოვლენა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება რუსეთისა და უკრაინის ბედს, ფორმირდება და ვითარდება სწორედ ამ კვანძების გავლენით. ამ წელიწადნახევრიანი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მთვარის დაბნელების სამ დერეფანს.

პირველი დერეფანი ამ წლის გაზაფხულზე მთავრდება: აპრილისა და მაისის დაბნელება. შემდეგი დაბნელების დერეფანი 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერშია. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი - 2023 წლის აპრი-მაისის დაბნელებების დერეფანია" - აცხადებს ის. 

კოსმაში ყურადღებას ამახვილებს პირველ და მეორე დაბნელების დერეფნის შუა პერიოდზე, რომელიც აგვისტოში უწევს. 

"ყველა მთავარი და საბედისწერო მოვლენა სწორედ ივლისის ბოლოს და აგვისტოში მოხდება. 30 ივლისიდან 10 აგვისტომდე იქნება კუროში ჩრდილოეთის კვანძისა და ურანის შეერთების კულმინაციური პერიოდი. 31 ივლისიდან მარსი შედის კუროს მე-19 გრადუსში, სადაც იქნება ურანი, გვიან ღამით, უფრო ზუსტად 31 ივლისიდან 1 აგვისტომდე მოხდება ჩრდილოეთის კვანძის, მარსისა და ურანის ზუსტი შეერთება, ხოლო 1 აგვისტოს რეტროგრადი სატურნი უკრაინის მთვარეზე იქნება. 7 აგვისტოს შედგება ზუსტი კვადრატურა - სატურნი მარსი. ანუ მოხდება იმასთან დაბრუნება, რაც იყო 2022 წლის 5 აპრილის ციკლში ჩადებული, როცა მარსისა და სატურნის მერწყულში გაერთიანება მოხდა," - ამბობს ის,

ოკულტისტი აცხადებს, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყება რუსეთში სერიოზული ფინანსურ ეკონომიკური კრიზისი.

"რუსეთის ეკონომიკა უბრალოდ ნაკუწ-ნაკუწ დაიგლიჯება," - მიაჩნია კოსმაჩს.

საკუთარი დასკვნების დასადასტურებლად მას რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ნაბიბულინას განცხადება მოჰყავს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკას რეზერვები მეორე კვარტლის ბოლო, მესან, კვარტლის დასაწყისამდე ეყოფა, რის შემდეგადაც რუსეთი სტრუქტურული ტრანსფორმაციის ფაზაში გადავა.

იგი ასევე აცხადებს, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდება რუსეთ-უკრაინის ომის საკვანძო გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ. 

"ეს არის სწორედ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მესამე ტალღის დასაწყისი. ფინალი არა - ეს აპოფეოზია. ვიმეორებ, სწორედ ივლისის ბოლოს მოხდება მესამე ტალღა, რომელიც მთლიანად აგვისტოს მოიცავს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ მესამე ფაზის დროს მოხდება გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ," - აცხადებს ის და რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულს 2022 წლის დასასრულსა და 2023 წლის დასაწყისისთვის ვარაუდობს.

"ფინალი 2022-ის დასასრულსა და 2023-ის დასაწყისში მოხდება. უფრო ზუსტად 23 წლის იანვარ-თებერვალში და შესაძლოა მარტის შუა რიცხვებში. ამ დროს დაისმება საბოლოო წერტილი - უკრაინის გამარჯვება," - ასკვნის ოკულტისტი. 

ანდრეი კოსმაჩი ირწმუნება, რომ ეს პროგნოზი მუნდანური ასტროლოგიის მსოფლიოს სამი დიდი კორიფეს მიერ არის შედგენილი.

მუნდანური ასტროლოგია სწავლობს ისტორიულ და კულტურულ ტენდენციებს, ერებისა და ადამიანთა დიდი ჯგუფების ბედს, მეტეოროლოგიურ პირობებს, მიწისძვრებს და სხვა მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540