ინოვაციური ტრენინგი გიდებისთვის

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინოვაციური ტრენინგ-მოდულის განხორციელებას იწყებს, რომელიც ტურიზმის სფეროში დასაქმებული ან მომავალში დასაქმების მსურველი გიდების უფასოდ მომზადება/გადამზადებას ითვალისწინებს.  ტრენინგებზე რეგისტრაცია 25 მარტიდან 4 აპრილამდე გაგრძელდება. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გიდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში  100 გიდი გადამზადდება.  16-კვირიანი სასწავლო კურსი ორ ნაკადად ჩატარდება და დასაქმებული აპლიკანტებისთვის მისაღებ გრაფიკზე იქნება მორგებული.

პროექტი „კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების ტრენინგები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2021 წელს შემუშავებული მოდულის მიხედვით“ მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების თეორიული და პრაქტიკულ ტრენინგების ასპექტებს. კურსი იქნება ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო უნარებისა და კომუნიკაციის ტექნიკის ყველა ძირითად ელემენტის პერსონალური სასწავლო მიდგომების, კრიტიკული აზროვნების სტრატეგიული გამოყენების, საგანმანათლებლო რესურსების, მოქნილი სწავლებისა და სხვა ინოვაციური სწავლის მეთოდების ერთობლიობა. მისი გავლის შემდეგ, გიდებს შეეძლებათ ტურისტებს მიაწოდონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიული-კულტურული ძეგლების, ტურისტული ადგილების შესახებ, საინტერესოდ და ფაქტების დამახინჯების გარეშე წარმოაჩინონ ქვეყანა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგზარდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით შეიქმნა მაღალი პროფესიული სტანდარტის სასწავლო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო გამოცდილებას იზიარებს და

მაღალკვალიფიციური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე გიდების მომზადების საშუალებას იძლევა. ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, გიდები დაეუფლებიან საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო, აკადემიურად ღირებულ ინფორმაციას; აითვისებენ ტურის წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების აუცილებელ წესებს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადებენ საექსკურსიო პროგრამას,  საერთაშორისო  გამოცდილების შესაბამისად წარმართავენ ტურს და შეძლებენ ტურის შესახებ ანგარიშის მომზადებას. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163