ბრტყელტერფიანობა და მისი მკურნალობის ეფექტური მეთოდები

ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა ძვალ-სახსროვანი სისტემის გავრცელებული პრობლემაა. არსებობს მისი თანდაყოლილი და შეძენილი ფორმები. პირველის შემთხვევაში პათოლოგიის ჩამოყალიბების მიზეზია მემკვიდრეობა  - ამ დროს ადამიანი ტერფის მყესოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტით იბადება. შეძენილ ბრტყელტერფიანობას კი სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს, როგორიცაა:

● ტერფის სხვადასხვა ხასიათის ტრავმა - მოტეხილობა, მყესების გაგლეჯა, ღრძობა;

● რაქიტი - ამ დროს დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაცია. მეტატარზალური ძვლები რბილდება, რაც ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას.

● ტერფის გადატვირთვა - ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური და პროფესიული დატვირთვა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა და არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარება ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკ-ფაქტორებია.

როგორ ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას?

ბრტყელტერფიანობის დროს რეკომენდებულია ორთოპედიული სუპინატორის გამოყენება. ეს პროდუქტი  უზრუნველყოფს სიარულის კორექციას - შესაბამისად,  ტერფის არასწორი ფუნქციით გამოწვეული პრობლემები კორეგირდება. გარდა ამისა, სუპინატორი  ბრტყელტერფიანობის დროს გამოწვეულ ტკივილს ამცირებს და აუმჯობესებს ტანადობას. სუპინატორების გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიური მოხმარებისთვისაც.  თუ ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობთ და ხშირად გეღლებათ ფეხი, შეგიძლიათ გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის სუპინატორი “  Comfort Business” გამოიყენოთ.  ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. მისი  ანტიალერგიული ზედაპირი სუნთქავს და ტერფში  არასასიამოვნო სუნის გაჩენის პრევენციას ახდენს. ბრტყელტერფიანობას ტკივილიც ახლავს თან და შესაბამისად, ეს პროდუქტი ეფექტურია დისკომფორტის მოსახსნელად. გარდა მყარი და სილიკონის სუპინატორებისა, კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ინდივიდუალური სუპინატორების დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ტერფზე არსებული ნებისმიერი პრობლემის დროს მისი ტარება, რა თქმა უნდა, ბევრად ეფექტურია, რადგან  მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის პრობლემას. სამედიცინო ჯგუფი ინდივიდუალური ღაბაშების დამზადებას ტერფის  ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების  საფუძველზე უახლესი თაობის იტალიური ბრენდის Diasu-ს  აპარატურით ახდენს. თქვენთვის დამზადებული სუპინატორი  მაქსიმალურად ეფექტურია ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900