ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მისი გამომწვევი მიზეზები

ახალი ხედვა

ადამიანებს პერიოდულად სხეულის სხვადასხვა ნაწილში უსიამოვნო შეგრძნებები  აწუხებთ. ტკივილების გამომწვევი მიზეზი კი უამრავია.  ზოგჯერ ეს მოულოდნელ ტრავმას, დაზიანებას, დაჭიმულობას, არასწორ მოძრაობას, კვებას ან რომელიმე დაავადების სიმპტომებს უკავშირდება. თუ ტკივილი დროებითია, ადამიანები მას ძირითადად სახლის პირობებში სხვადასხვა მედიკამენტით უმკლავდებიან. თუ სხეულის რომელიმე ნაწილში ტკივილს ქრონიკული ხასიათი აქვს და  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში  გაწუხებთ, უმჯობესია, რომ პირად ექიმს მიმართოთ და შესაბამისი კვლევები ჩაიტაროთ.

წელის ტკივილი

წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მჯდომარე ცხოვრების წესი და უმოძრაობა ან  პირიქით დიდი ფიზიკური დატვირთვა იყოს.არის შემთხვევები, როდესაც  ეს შეგრძნება არასწორ პოზაში ძილს ან ხერხემლის პრობლემებსაც უკავშირდება. ამ დროს ვარჯიში  ჭიმავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერება კი შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად. ასეთ დროს რეკომენდებულია ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები, როგორიც არის ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული. ასევე  ეფექტურია  წელის კორსეტებისა და ქამრების ტარება,რომლებიც აფიქსირებს წელს,ამცირებს დატვირთვასა და ტკივილის შეგრძნებას. თუმცა თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა, უმჯობესია ექიმთან ვიზიტი და სამკურნალო გეგმის შედგენა. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ “ახალი ხედვის” ვებ-გვერდს.

 

სახსრების ტკივილი

სახსრის  დაზიანებას მრავალი  მიზეზი აქვს და საკმაოდ შემაწუხებელი ტკივილიც ახასიათებს. ყველაზე მეტად  გავრცელებულია ოსტეოართროზი -  სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის, ხრტილოვანი ქსოვილი იცვითება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები ჩნდება. შედეგად ვითარდება სახსრების დეფორმაცია, რომელსაც რეაქტიული სინოვიტი და სახსრების ტკივილი მოჰყვება. ასეთი ტიპის ტკივილის მიზეზებს შორისაა რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა,აუტოიმუნური ტიპის სისტემური დაავადებები და სხვა.

 

მენჯის ტკივილი

მენჯის ტკივილი შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ,პირველი გამოწვეულია შინაგანი ორგანოების დაზიანებით,ხოლო მეორე,მენჯ-ბარძაყის ტკივილი, უშუალოდ სახსრის პრობლემებთან არის დაკავშირებული და ის ძირითადად მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს უკავშირდება. სამწუხაროდ, ეს დაავადება მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულია. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ამ პრობლემას იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევა , რაც დროთა განმავლობაში ხრტილის სტრუქტურის ცვლილებას განაპირობებს. მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს სხვადასხვაგვარი - მძაფრი და ყრუ, მუდმივი ან მოვლითი, მსუბუქი, საშუალო ინტენსივობისა და ძლიერი ხასიათის ტკივილი ახასიათებს.  სამწუხაროდ, ართროზი ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც ხშირად ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას იწვევს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პრევენციის მიზნით პერიოდულად მიმართონ ექიმს. აღსანიშნავია ისიც,  რომ დაზიანებული სახსრის ირგვლივ კუნთების გამაგრება მენჯის ტკივილის მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია,ამ პროცესში ეფექტურია ფიქსატორების გამოყენება. მენჯის ტკივილის მკურნალობის გზები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ამ სიმპტომის გამომწვევ მიზეზზე,ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმს და მიყევით მის რეკომენდაციებს.

 

ფეხების ტკივილი

ადამიანებს ფეხების ტკივილი სხვადასხვა  მიზეზის გამო აწუხებთ. შესაძლოა  ეს სპორტულ ტრავმას, მყესის და კუნთის დაზიანებას ან რომელიმე დაავადებასაც უკავშირდებოდეს. ხშირად ადამიანებს კოჭის ტკივილიც აწუხებთ, რაც საკმაოდ შემაწუხებელია. მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. შეიძლება ეს  სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით, მოხრით, გაშლით ან შებრუნებით იყოს განპირობებული. მსუბუქი დაზიანებებისა თუ ტრავმების შემთხვევაში უმეტესად გამოყენებულია ამბულატორიული მკურნალობა და თაბაშირით იმობილიზაცია.

ზოგჯერ მოტეხილობების ან სხვა მძიმე დაზიანებების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.  მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ორთოპედიული ფიქსატორები.  ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს,თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.  გარდა ამისა, ქვედა კიდურების ტკივილი ხშირად ვარიკოზს უკავშირდება.  ეს არის ვენების დაავადება, რომლის პირველი ნიშანი - ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს, ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნებაა. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის და ძილის შემდეგ. თუმცა ზოგჯერ ვარიკოზს ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები, როგორებიცაა წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანის კვება დარღვეულია და შედეგად ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163