137-მილიონიანი პროექტი გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად - რატომ დატოვა თანამდებობა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა

პოლიტიკა 1652360874

ბაკურიანი

საქართველოს მთავრობა ბაკურიანში - კოხტა-მიტარბიზე, ასევე დიდველზე გათოვლიანების ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA (მთის ტრასების სააგენტო) ახორციელებს, რომელმაც პოტენციური კონტრაქტორებისგან წინადადებები უკვე მიიღო. როგორც სახელმწიფო შპს-ში აცხადებენ, ამჟამად პრეტედენტების დოკუმენტაციების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.

2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს. MTA-მ ამ პროექტისთვის ბაზრის კვლევა მარტში დაიწყო და ამ კვლევაში მიწვეული იყვნენ წამყვანი ევროპული კომპანიები Technoalpin (ავსტრია); HDI - Leitner/Demaclenko Group (იტალია); MND Group (საფრანგეთი). ბაზრის კვლევის შედეგად, პროექტის სავარაუდო ღირებულებად 137,828,653 ლარია.

ფასთა კვლევა გაკეთებულია და სავარაუდო ღირებულება განსაზღვრული. MTA შემდეგ ეტაპზე გადავიდა და კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 29 აპრილამდე მისცა, თუმცა შემდეგ ვადა 5 მაისამდე გადაავადა. კომპანიებმა სახელმწიფოს საკუთარი წინადადებები დახურული კონვერტის სახით სწორედ 5 მაისს წარუდგინეს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, MND Group-მა (საფრანგეთი) უარი თქვა საკუთარი ფასის წარდგენაზე. შესაბამისად, 5 მაისს სახელმწიფოს სულ ორმა კომპანიამ წარუდგინა შეთავაზება:

● Technoalpin - ფასი 137,798,395 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 30,258 ლარით ნაკლებია;

● Leitner/Demaclenko Group - ფასი 91,939,038 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 45,880,616 ლარით ნაკლებია. შესაბამისად, ერთი პრეტედენტი სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას სავარაუდო ფასზე 46 მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობს, მეორე კი თითქმის იმავე ფასად რაც ბაზრის მოკვლევაში იყო მითითებული. მთავრობის მიერ მომზადებული პირობების თანახმად, ამ შესყიდვაში მონაწილე კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს 2019 წლის იანვრიდან დღემდე ანალოგიური სირთულის მინიმუმ 550 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების ბრუნვა. ამასთან, შესაბამისი პირობების მიხედვით, კომპანიას 2017 წლიდან მოყოლებული შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 გათოვლიანების სისტემის მონტაჟის სამუშაოები, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო თასის ან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის მზადებაში.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გათოვლიანებისთვის, დიდველსა და მიტარბიზე ხელოვნურ ტბებს კომპანია "ანაგი" ააშენებს, რისთვისაც კომპანიასთან 81.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გამარტივებული წესით გაფორმდა. MTA-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც ირკვევა, ირაკლი ჭირაქაძემ კომპანიის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ის ირაკლი ბურჭულაძემ შეცვალა.

ირაკლი ბურჭულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. ბოლო 6 თვე კი - მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც ადასტურებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალები ათუმი
"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც შეუერთდა

"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც უერთდება.   აქციის მონაწილეებმა მსვლელობა უკვე დაიწყეს. მანამდე კი ბათუმისს ცენტრალურ პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალ...

პოლიტიკა 1713623509

ქალები რუსთაველი
ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ  - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა.   "ქალები ვირჩევთ ევროპას" - ამ სლოგანის ქვეშ დღეს სხვადასხვა ასაკის...

პოლიტიკა 1713623175

ევგენია კარა მურზა
„ვიცით, ამ კანონმა სადამდე მიიყვანა რუსეთი და არ გვინდა ვნახოთ იგივე სიტუაცია საქართველოში“ - ევგენია კარა-მურზა

რუსეთში კანონს უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ, ვინც რეჟიმსა და უკრაინაში ომს აპროტესტებს. ხელისუფლება ამ ხალხს უცხოეთის აგენტებს ეძახის - გამყიდველებს, კრიმინალებს. რუსეთის რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ სა...

პოლიტიკა 1713623099

ქალების მარში
"არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწ...

პოლიტიკა 1713620758

კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863