დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა - ეროვნული გმირი 83 წლის გახდებოდა

პოლიტიკა 1653546649

მერაბ კოსტავა

დღეს, 26 მაისს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა - ის 83 წლის გახდებოდა.

საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არაერთ სფეროში სცადა თავისი ძალები. იგი იყო იშვიათი მონაცემების მქონე პიანისტი, მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, პედაგოგი და პოეტი. იყო ბეთჰოვენის, შოპენის, გრიგის, ვაგნერის და შუბერტის უბადლო შემსრულებელი. დიდი გემოვნების მქონე მუსიკალური შემფასებელი კლასიკურ მუსიკას ფილოსოფიასთან განუყრელ კავშირში განიხილავდა. განსაკუთრებით უყვარდა ქართული სიმღერა და საგალობლები, დიდ პატივს სცემდა წინაპართა მუსიკალურ მემკვიდრეობას, თავადაც ეძიებდა მათ და ეწეოდა ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესსეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია – დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის.

მაშინ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყოველმხრივ იდევნებოდა და ითრგუნებოდა სულიერების, ეკლესიური ცხოვრების ნებისმიერი გამოვლინება, მერაბ კოსტავა უშიშრად და დაუფარავად ესწრებოდა ტაძარში აღსრულებულ ღვთისმსახურებას. სწორედ ჭეშმარიტების ძიების პროცესში წარმოიშვა მერაბ კოსტავას დისიდენტობა. მას კარგად ესმოდა, რომ ქრისტიანობა დროის მიღმაა, მარადიულია, ხოლო პიროვნების თავისუფლებას - ერის თავისუფლებისგან მოუწყვეტლივ განიხილავდა. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220

ხუხაშვილი
"Операция прикрытия"... ხელისუფლის რეალური მიზანი გახლდათ საქართველოს რუსულ ოფშორად ქცევა ყველა აქედან გამომდინარე შედეგით - გია ხუხაშვილი

"მიმდინარე მოვლენების ლოგიკის, უფრო სწორად ალოგიკურობის ახსნა შესაძლებელია შემდეგი თეორიით, თუ გნებავთ დღეის მდგომარეობით “შეთქმულების თეორიით”: ხელისუფლის რეალური მიზანი გახლდათ საქართველოს რუსულ ოფშ...

სოცმედია 1713556140

მეტრეველი
"ცოლების რევოლუცია გვინდა..." - რას წერს მერაბ მეტრეველი

"ტიპებმა ისეთი რამე ქნეს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი აუმხედრდნენ. ცოლების რევოლუცია გვინდა." წერს მერაბ მეტრეველი.

სოცმედია 1713555420

ასტროპროგნოზი
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შეიძლება ბევრი მუშაობა მოგიწიოთ, მაგრამ ამისთვის ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებთ. საკუთარი გეგმების შესახებ ნურავის უამბობთ, რათა ბედი არ დააფრთხოთ. ამ დღეს ინდივიდუალური საქმიანობა უფრო ნაყოფიერი...

ეს საინტერესოა 1713555338

ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა უქმე დღეებში

19 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6711 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6728 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8453 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8532 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713552932