ლავროვის ულტიმატუმი ჟენევის მოლაპარაკებებზე - რუსეთი პოზიციებს არ თმობს

პოლიტიკა 1642764209

ლავროვი

ჟენევის მოლაპარაკებებზე, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ხვდება, უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია განიხილება.

შეხვედრაზე ლავროვმა ულტიმატუმი წამოაყენა, რომლის მიხედვითაც რუსეთს სჭირდება გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გაუქმდება:

"თქვენ ევროპული ტურნეს დროს განაცხადეთ, რომ არ ელოდებით გარღვევას ამ შეხვედრისგან. არც ჩვენ ველოდებით გარღვევებს ამ შეხვედრისგან, ჩვენ ველოდებით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე,“- მიმართა ლავროვმა ბლინკენს.

ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საპასუხოდ აუხსნა, რომ შეხვედრის მიზანი დაძაბულობის დეესკალაციაა, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი აგრესიის გზას აირჩევს, ამერიკა შესაბამისად უპასუხებს:

"შეხვედრის მიზანია მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია და თავიდან იქნას აცილებული რუსეთის მხრიდან დამატებითი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მე აქ მოსვლამდე კონსულტაციები გავიარე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, ჩვენ ყველანი ერთგულები ვრჩებით დიპლომატიისა და დიალოგის, თუმცა ჩვენ ასევე ერთსულოვანნი ვართ იმაში, თუ რუსეთი აგრესიის გზას აირჩევს, ამას სწრაფად და მტკიცედ ვუპასუხებთ" - უპასუხა ბლინკენმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შუბლაძე
რა ტექსტი აიტვირთა ნინო შუბლაძის Whatsapp-ის სტატუსში და რა განმარტებას აკეთებს ჟურნალისტი

"ეს თემა ასაწევია, როგორ იყენებენ ფეხბურთელებს, თან ძებნილი კეზერაშვილი აკეთებს კომენტარს, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდა"- ამ შინაარსის ტექსტი დღეს რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო...

საზოგადოება 1713527958

არა რუსულ
"არა რუსულ კანონს" - პარლამენტთან აქცია დღესაც გაიმართება

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, აქცია 19:00 საათზე დაიწყება.   "სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება. ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება და პროტეს...

პოლიტიკა 1713527732

ენუქიზის ცოლ
"არა რუსულ კანონს! არა ყველაფერ რუსულს!" - რუსული კანონის მხარდამჭერის, გოჩა ენუქიძის ცოლი

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი, რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. დეა მილაძე სოციალურ ქსელში წერს: "არა რუსულ კანონს! არა ყველაფერ რუსულს! შვილებს უნდათ ევროპა. ვიბრძოლოთ მათთვის...

პოლიტიკა 1713527538

ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. შესაბამისად, კიდევ უცნო...

პოლიტიკა 1713527391

ნათელაშვილი
„ამდენ გაოცებას როგორ გავუძლებ არ ვიცი – ქოცობამ სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსებლობის გამო 1000 ლარით დამაჯარიმა“ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსებლობის გამო, მისი დაჯარიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს: „მსოფლიომ იცის, რომ პარლამენტში არ შე...

სოცმედია 1713527193

სანთელი
„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ“ – ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, თავდაპირველად, ირაკლი სუთიძის მეუღლემ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ირაკლი სუ...

სოცმედია 1713527093