ლევან დავითაშვილი: „ევროპული ინტეგრაციის კუთხით საქართველომ უკვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება"

პოლიტიკა 1653575964

დავითაშვილი

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ისტორიული ამოცანაა და ამისთვის ქვეყანამ უკვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაული რუსთაველის გამზირიდან პირადად მიულოცა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ მედიასთან ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა,  თითოეული ქართველის, მოქალაქის, მათ შორის თითოეული საჯარო მოხელის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი გვაქვს ევროინტეგრაციის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ.

„საქართველოს მიერ მომზადებული განაცხადი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხარისხიანია, ასოცირებით აღებული  ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მიღწევები ყველაზე მეტია ასოცირების ტრიოს ფარგლებში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესასრულებელი ვალდებულებების კუთხით საქართველოს ვალდებულებების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, რაც ნამდვილად ყველაზე მეტია და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელისაშვილი
ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს. სახალხო დამცველის აპარატმა ასევ...

პოლიტიკა 1713427635

რუსი დეპუტატი
"აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების დამხობა უნდა" - რუსი დეპუტატი "ოცნების" მაშველი რგოლი აღმოჩნდა

რუსეთის პარლამენტი თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი "ქართული ოცნებისთვის" მაშველი რგოლი აღმოჩნდა. რუსი პროპაგანდისტი ამტკიცებს, რომ ისინი, ვინც "უცხოური აგენტების" შესახებ კანონს ეწინააღმდეგებიან, სხვა...

პოლიტიკა 1713427558

რიჟვაძე
რიჟვაძე ევროპელებისთვის ჭკუის სწავლებას აანონსებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიცია ზეპროფესიონალურად მოქმედებდა და მომიტინგეების მიმართ პროპორციულ ძალას იყენებდა. თორნიკე რიჟვაძე ირწმუნებ...

პოლიტიკა 1713427440

პოლიტიკა
რუსულ კანონთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

 ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალ დაინიცირებას სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან: „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველ...

პოლიტიკა 1713427269

ჯაფარიძე
„ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა“ - ზურა ჯაფარიძე

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო: 1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავ...

პოლიტიკა 1713424882

აქცია არა რუსულს
"ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები

ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს - ასე აფასებენს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები "ქართული ოცნების" მიღებულ გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი. მოსამართლეები ყურადღებას კონსტიტუციის 7...

პოლიტიკა 1713424495