"ყოველი თავდასხმა აშშ-ზე არის რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი - ივანიშვილი საქართველოს უკეტავს ევროპის კარს!" - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

პოლიტიკა 1660241259

ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე "ოცნებიდან" ე.წ. განდგომილი ოთხეულის წერილს ეხმაურება.

"დღეს უსამშობლო, კოლაბორაციონისტების პარტიამ - რუსულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა.

ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს.

რუსული ოცნება და პირადად ივანიშვილი კიდევ უფრო აღრმავებს ღია დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ოლიგარქი სტრატეგიულ პარტნიორთან შედის იმგვარ დაპირისპირების სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად.

რუსულ ოცნებას ავიწყდება ერთი რამ, ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთისგან კარგად მიჯნავს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნას და მის ხალხს და ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა თუ ცალკეულ პიროვნებებს.

ყოველი თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე რეალურად არის რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი!

რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკვე გახსნილად ეწევა რუსულ თამაშს. აქამდე ის შენიღბულად მოქმედებდა და სწორედ ამ შენიღბული მოქმედების შედეგია ის, რომ მას ბოლო დრომდე ჰყავდა მხარდამჭერები, რომლებსაც უნდათ თავისუფალი სამყაროს წევრობა - ანუ ევროკავშირი და ნატო!

დღეს მთელმა ქართულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ივანიშვილის მმართველობა და დასავლეთისკენ სწრაფვა სრულიად შეუთავსებელია.

ივანიშვილი საქართველოს უკეტავს ევროპის კარს!

რაც შეეხება რუსული ოცნების შიშებს, მათი რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. გვესმის რომ შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ასე ძალიან შორსაც, ოკეანის გაღმა ნუ იყურებიან. შეუძლებელია, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს არ აღელვებდეთ, ვინ არის და ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან მათი სტრატეგიული ინტერესია საქართველო გახდეს ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, მდიდარი და უსაფრთხო სახელმწიფო.

პირველ რიგში, მართლა ვისიც უნდა ეშინოდეს რუსულ ოცნებას ეს არის ქართველი ხალხი.

ვინც თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ, - არის ქართველი ხალხი.

ვინც მიტაცებულ ხელისუფლებას ჩამოგართმევთ - ესეც იქნება სწორედ ქართველი ხალხი.", - ამბობს მელია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863