თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად დღეს, 12:00-ზე გაიხსნება.

წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და წიგნთან დაკავშირებული ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და საბავშვო აქსესუარები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე, საბავშვო შემეცნებით-გასართობი სივრცე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას და უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალ „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობით, ფესტივალის ფარგლებში, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას გამართავს.

ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია. ფოკუს ქვეყნები იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019), ხოლო 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს ფოკუს ქვეყნის პროგრამა ვერ განხორციელდა. ამიტომ, აღნიშნული სტატუსით თურქეთი წელს ისარგებლებს.

თურქეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის სტენდზე, ათამდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 15-ზე მეტი ავტორი გამართავს შეხვედრას. მათ შორისაა, ფირატ სუნელი და ისკანდერ პალა. ისინი ქართველ მწერლებთან ერთად, ქართულ-თურქულ ლიტერატურულ თუ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ. თურქეთის პროგრამის ორგანიზატორები არიან თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო.

უკვე ცნობილია, რომ ფესტივალის მომდევნო ფოკუს ქვეყანა 2023 წელს პოლონეთი იქნება. ამდენად, წლევანდელ ფესტივალს პოლონელი მწერლებიც ეწვევიან და ფესტივალის ბოლო დღეს, 29 მაისს, თურქეთი პოლონეთს სტატუსს ოფიციალურად გადასცემს.

გარდა ამისა, ფესტივალს უბრუნდება პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებში, მე-11 პავილიონში მოწყობილ სცენაზე, ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს. ფესტივალი გასული წლის მსგავსად, წელსაც ჰიბრიდული ფორმატით ხორციელდება და ფიზიკური ღონისძიების  პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა ვებგვერდზე - www.tbilisibookfestival.ge  საფესტივალო ფასად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათიათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.

ფესტივალის მთავარი მიზანია, საქართველოში წიგნების კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების განმავლობაში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზეც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების მზარდი რაოდენობა. ფესტივალს ყოველწლიურად, 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, ასევე, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია „თიბისი ბანკი“. ფესტივალს მხარს უჭერს ონლაინ პლატფორმა „ველი“.

საკონტაქტო პირი: ანა მარწყვიშვილი - 598 55 93 68

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოს...

საზოგადოება 1711627320

კირილი
პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -"სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711626954

ბაკურიანი
"მთავარის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს. ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დრ...

შემთხვევა 1711626083

სა
ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორი...

განათლება 1711625700

საზოგადოება
არავინ კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას, არც ორი ნიკას, არც არავის ხათრით, მათთვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად - ნიკა მელია ქუთაისის საკრებულოზე

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახ...

პოლიტიკა 1711625220

ბაკურიანი
ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც...

შემთხვევა 1711623240