სოცმედია • 1660132612
ადვოკატი იოსებ შველიძე რუს ტურისტთან შეხვედრისას გამართული დიალოგის შინაარსს უზიარებს საზოგადოებას სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, დამსვენებელმა მას ჰკითხა „სად დავკარგეთ სანაქებო სტუმართმოყვარეობა”, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო:
„ერთმა რუსმა „ტურისტმა“ მკითხა: „სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი სანაქებო სტუმართმოყვარეობაო?“. მე ვუპასუხე: „- რაღაც ნაწილი 1801 წლის ანექსიას ემსხვერპლა, ნაწილი იმ საღებავში გაერია, რომლითაც ქართული ეკლესიები შეღებეთ, ნაწილი იმ ქართულ საგანძურს გაჰყვა, რომელიც რუსეთში გაიტანეთ, რაღაცა ძალით გარუსებულმა ქართველებმა წაიღეს, რაღაცა იმ ციხესიმაგრეების ნანგრევებში მოყვა, რომელიც თქვენ საქართველოში დაანგრიეთ, რაღაცა მარცვალი ქართველმა იუნკერებმა წაიღეს, ზოგი სტალინისა და ორჯონიკიძის ულვაშებმა შთანთქა, რაღაცა იმ ტერიტორიებზე დარჩა, რომელიც თქვენ საკუთარ თავსა და მეზობლებს დაურიგეთ, რაღაცა იმ დენთმა დაწვა, რომელიც „შინსახკომის“ ტყვიაში იყო, ნაწილი საქართველოდან თქვენს მიერ ძალით გადასახლებულმა ქართველებმა წაიღეს, ნაწილი ქართული ენისათვის ბრძოლაში გაცვდა, რაღაცა ფეხოსანთა ალესილ ნიჩბებს გაჰყვა, რაღაცა თქვენს მიერ დაფინანსებულმა პუტჩისტებმა წამართვეს, რაღაცა სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის, ცხინვალის, თამარაშენისა და კეხვის ნანგრევებში დაიმარხა, ცოტა გურამ გაბესკირიას, ჟიული შარტავას და ათასობით ქართველს დავაყარე გულზე, რომელნიც თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ, ნაწილი იმ ქართველებმა გათელეს, რომლებიც თქვენს მიერ მოწყობილ ეთნოწმენდას გამოექცა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ნაწილი თქვენს მიერ დანგრეული ეკლესიების ლოდებმა იმსხვერპლა, ნაწილი იმ თვითმფრინავს გაჰყვა უკან, რომლითაც თქვენ ქართველები ნახირივით ჩამორეკეთ საქართველოში, ნაწილი დამენიას, ანწუხელიძეს, შინდისელ ბიჭებსა და სხვა ვაჟკაცებს ჩავაყოლე საფლავში.
შენს მიმართ მარტო ბრაზი და ტკივილი დამრჩა. სანამ ეს ბრაზი გაღვივებულა, ჯობია გამეცალო და სახლში წახვიდე ან იმ მიმართულებით გაემგზავრო, საითკენაც დადის ნებისმიერი რუსული ტრანსპორტი, განსაკუთრებით გემები..
05.08.2022“, – წერს იოსებ შველიძე.
აღსანიშნავია, რომ პოსტმა უამრავი გამოხმაურება გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლები იოსებ შველიძეს ასეთი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობას უხდიან.
რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - დედაქალაქის ცენტრში მწვავე პროტესტი ამ დრომდე არ წყდება. ადგილზე სტუდენტები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და სხვადას...
პოლიტიკა • 1713546070
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არაფორმალური სანქციებით ოფშორებში 3 მილიარდამდე აქვს გაყინული ბიძინას. შემოვდივარ წინადადებით, ყველა ქართველმა ას ასი თუმანი ავუგრო...
სოცმედია • 1713543829
ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: “როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები გაგებით მოეკიდებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.ვერ...
სოცმედია • 1713542193
საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართალდამცველებს...
პოლიტიკა • 1713541383
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...
პოლიტიკა • 1713539818
ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...
პოლიტიკა • 1713539382
ეს საინტერესოა • 1713468243
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713122762
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი