სკანდალი ქართულ ფეხბურთში - გარიგებული მატჩების გამო „„შევარდენსა" და ზუგდიდის "დინამოს" სანქიცები დაედოთ

სპორტი 1653309596

ფეხბურთი

გარიგებულ მატჩების სკანდალი - საუბარია საქართველოს მეორე ლიგის ორ კლუბზე, თბილისის "შევარდენსა" და ზუგდიდის "დინამოს" შესახებ, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა  კომიტეტმა  მკაცრი სასჯელი შეუფარდა. კლუბები ჩემპიონატიდან მოხსნეს, ასევე დააჯარიმეს 10 000 ლარით.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ დაეკისრათ ფულადი ჯარიმა, 2000 -დან  5000 ლარამდე და აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის თქმით, ორივე გუნდის მიერ მიღწეული სპორტული შედეგები გაუქმებულია და ასახულია სატურნირო ცხრილში.

 

"სხვადასხვა ტურში დაფიქსირებულია უეფას მიერ, ეს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემებით შემოსული რეპორტი და ჩაინიშნა სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც სპორტის სამართლიანობის კომიტეტმა კლუბს შეატყობინა, ასევე სადისციპლინო კომიტეტმაც შეატყობინა და კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ სხდომებზე" ამბობს დავით მუჯირი საფეხბურთო კლუბებს საშუალება აქვთ 1 კვირის განმავლობაში გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლის გამოყენებასაც ორივე საფეხბურთო კლუბი გეგმავს. ზუგდიდის დინამოს პრეზიდენტი, ზაზა ჯანაშია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისივე თქმით, სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებული მატჩების "ფაქტი ვერ ანახა".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900