,,ჩემი ქმრის გაცვლა, ტერაქტში ბრალდებულის სანაცვლოდ უნდათ“ - ზაქარეიშვილს პატიმრის ოჯახი უპირისპირდება
პოლიტიკა - 15:12, 15 Mar, 2016     3019
დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ღურწკაიას ოჯახის წევრები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის წინააღმდეგ აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ მართავენ.

როგორც "ნიუპოსტს" დაკავებულის მეუღლემ ლალი ლუკავამ განუცხადა, მისი ქმარი რუსების მოთხოვნით ისევ უკან ციხეში შეაბრუნეს.

აქციის მონაწილეები სიცრუეს უწოდებენ მინისტრის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ლუკავამ შეწყალებაზე უარი თავად განაცხადა.

"ზაქარეიშვილმა გორის ტერაქტში ბრალდებული პატიმრები, რომელსაც უმძიმესი დანაშაული ედებოდათ ბრალად და უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი გაცვალა ისეთებზე, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგალითად არაჟნის გადმოტანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩემი ქმარი კი მეომარია როგორც ირკვევა ის თავიდან ჩასვეს სიაში თუმცა შემდეგ უკან შეაბრუნეს. ვეჭვობ რომ მისი გაცვლა უნდათ ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირის სანაცვლოდ"- აცხადებს ლალი ლუკავა.

კანცელარიის წინ შეკრებილები ამბობენ, რომ ეს პირი ტერაქტისთვის გასამართლებული მერაბ ყოლბაია იგივე "კოჭოიაა".

თბილისმა, ცხინვალმა და სოხუმმა პატიმრები გაცვალეს. 14 ქართველი უკანონო პატიმარი 4-ის სანაცვლოდ გასულ კვირას გათავისუფლდა.

საქართველოს მიერ გადაცემულ პატიმართა შორის სამი 2005 წლის გორის ტერაქტში იყო ბრალდებული და მათ უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

ზაქრეიშვილის უწყების ცნობით გიორგი ლუკავამ შეწყალწყალებაზე უარი თავად თქვა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ხანძარი რუსთავში - მე-5 სართულზე გაზქურის მილს ცეცხლი გაუჩნდა
1 ივლისიდან დენის ქვითარს “თელმიკოსგან” და “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებთ - რა ცვლილებები მოხდა ელექტროენერგიის მიწოდებაში
კაცი თავის შეყვარებულს ოთახში 10 წელი მალავდა
სალომე ზურაბიშვილი Astrazeneca-ს მეორე დოზით აიცრა
"უკრაინა ძალის მეშვეობით უნდა დავიბრუნოთ" - პუტინის ყოფილი თანაშემწე
"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - პუტინი
ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა
12 ივნისს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო "ციფრული ტაეპი“ გაიმართება
ენკა: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას
სელფის გადაღების დროს 21 წლის გოგონა “Москва-Сити”-ის 86-ე სართულიდან გადმოვარდა
რატომ არ დაუშვეს 3 რუსი სპორტული ჟურნალისტი EURO-2020-ზე
"დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ" - გოგი წულაიას ზარი ციხიდან
"სალოცავის გვერდზე ვიყავით... იქ მოვიდნენ ჩვენიაო - რას ყვება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გერონტი პაპიტაშვილი
სროლა ჯორჯიაში - დაჭრილებს შორის 2 და 13 წლის ბავშვები არიან
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42