ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება
პოლიტიკა - 19:22, 07 Sep, 2016     1350
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესრულება, თეატრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მეორე დღესვე დაიწყო.

დღეს ასოციაცია ,,ატუ“-ს ტექნიკურმა დირექტორმა თენგიზ ჯიქიამ, არქიტექტორებმა და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებმა თეატრი დაათვალიერეს და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები დაგეგმეს.

ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის განცხადებით მალე ოზურგეთელებს საამაყო თეატრი ექნება:
,,ქალაქ ოზურგეთში ჩამოსული ბიძინა ივანიშვილი თეატრის რეაბილიტაციას დაგვპირდა და როგორც ხედავთ, სიტყვა საქმედ იქცა. უკვე ჩამოვიდნენ არქიტექტორები, რათა რეაბილიტაცია, რაც შეიძლება, სწრაფად დაიწყოს. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს თეატრს ის არქიტექტურული სტილი შეუნარჩუნდება, რითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია. მალე ოზურგეთელებს გვექნება თეატრი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს.“- განაცხადა სიორიძემ.

ასოციაცია "ატუ"-ს ტექნიკური დირექტორის თენგიზ ჯიქიას თქმით წელს სამუშაოების დიდი მოცულობა შესრულდება, გაკეთდება სახურავი და მოხდება სცენის რეაბილიტაცია:

,, თეატრი დავათვალიერეთ, შენობის ყველა ნაწილი მოვინახულეთ და პროექტზე მუშაობას უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ეს თეატრი ისტორიული ძეგლია, შესაბამისად, მისი ისტორიული კვლევაც დაიწყება. წელს სამუშაოების დიდი მოცულობა შესრულდება, გაკეთდება სახურავი და მოხდება სცენის რეაბილიტაცია.’’- განაცხადა ჯიქიამ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

,,ძალიან ბედნიერები ვართ. მინდა ბატონ ბიძინას დიდი მადლობა გადავუხადო. თეატრის რეაბილიტაცია არა მარტო ჩვენი დასისთვის, არამედ მთელი ოზურგეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციის განმავლობაში თეატრი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, ამ ხნის მანძილზე მცირე სცენით ვისარგებლებთ. თვის ბოლოს კი 149-ე თეატრალურ სეზონს გავხსნით და ორ პრემიერას წარმოვადგენთ.’’- აღნიშნა ჩიგოგიძემ.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესია. შენობის მშენებლობას საფუძველი 1934-35 წლებში ჩაეყარა, თუმცა შენობის დამთავრება 60-იან წლებში მოხერხდა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატარი რეაბილიტაციას, უკვე მრავალი წელია, საჭიროებდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი Astrazeneca-ს მეორე დოზით აიცრა
"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - პუტინი
ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა
12 ივნისს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო "ციფრული ტაეპი“ გაიმართება
ენკა: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას
სელფის გადაღების დროს 21 წლის გოგონა “Москва-Сити”-ის 86-ე სართულიდან გადმოვარდა
რატომ არ დაუშვეს 3 რუსი სპორტული ჟურნალისტი EURO-2020-ზე
"დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ" - გოგი წულაიას ზარი ციხიდან
"სალოცავის გვერდზე ვიყავით... იქ მოვიდნენ ჩვენიაო - რას ყვება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გერონტი პაპიტაშვილი
სროლა ჯორჯიაში - დაჭრილებს შორის 2 და 13 წლის ბავშვები არიან
ქუთაისის ნაწილს დენი არ მიეწოდება - პარალიზებულია მერია, სავაჭრო ობიექტები, გამორთულია შუქნიშნები
წინამძღვრიშვილზე, კომენდანტის საათის დროს, ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა
ღამით, პეტრიაშვილზე, ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ფიზიკური დაპირისპირება დმანისში - დაკავებულია 4 პირი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42