"საქართველო ჩემთვის აღმოჩენა იყო, მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი - პატრიარქი" - პაპი ფრანცისკე
რელიგია - 15:44, 03 Oct, 2016     139437

ბაქოში ვიზიტის შემდეგ, რომის პაპი იტალიაში გაემგზავრა. ბორტზე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან ერთად მოამბის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ბაქოსა და თბილისში ვიზიტის შთაბეჭდილებები რომის პაპმა მედიის წარმომადგენლებს გაუზიარა. საქართველოსთან დაკავშირებით რომის პაპმა ქეთევან ქარდავას შეკითხვას უპასუხა:

„მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი.

რაც შეეხება საკითხებს რაც გვაშორებს და გვაერთიანებს, ვფიქრობ , რო ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი, მოდით დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად, ეს თეოლოგებმა კარგად იციან და ორივე მხრიდან უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა და ერთობლივად ბევრი რამის გაკეთება... ამდენი ღარიბი ადამიანია, მოდით ერთად გავაკეთოთ რამე ღარიბი ხალხისთვის, ემიგრანტებისთვის, მათთვის ვისაც ბევრი პრობლემა აქვს, დავეხმაროთ ერთად, ეს არის ეკუმენიზმის გზა, ეს არის მხოლოდ დოქტრინის გზა, გზა რომელიც გრძელია, მოდით უკვე ერთად სიარულით დავიწყოთ, სურვილით და ნებით, ამის გაკეთებას შევძლებთ, ამის პარალელურად თეოლოგები გააგრძლებენ შესწავლას და ერთმანეთთან საუბარს. საქართველო არის არაჩვეულებრივი, ხალხი არა მარტო ქრისტიანული, არამედ მთელი არსით"- განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.








მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი - ვატო წერეთელი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
ყველამ იცის, მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - კობახიძე
მარტო სამეფო ტახტზე - დედოფალი ელისაბედი პირველად დაესწო საჯარო ღონისძიებას პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (ფოტო)
სიგარეტის მოწევის თავის დანებების უჩვეულო მეთოდი (ვიდეო, ფოტო)
მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
უგულავას დიეტა უფრო ეფექტურია თუ მელიასი - რას პასუხობენ პოლიტიკოსები ინგა გრიგოლიას (ვიდეო)
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
იტალიაში 23 წლის ქალს შემთხვევით Pfizer-ის 6 დოზა ერთდროულად გაუკეთეს
მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია - ცერცვაძე
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ექვსი თვით…“ - თამარ ლეკვეიშვილი
მიშელის დოკუმენტით ორი "პოლიტკრიმინალი" გათავისუფლდა, სხვებზე მემორანდუმი არ ვრცელდება და სამართალწარმოება გაგრძელდება - კობახიძე
თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა და დადგება შესაბამისი განაჩენი - კობახიძე
ამ წუთებში შეტაკებაა, არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან! - საქართველოს საელჩოს საგანგებო მიმართვა ისრაელში მყოფ ქართველებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42