ივანიშვილის "ახალი გზა", ხეების გადამტანი კომპანიის შეუსრულებელი ვალდებულება და დაკარგული მილიონი
21:43, 13 Jun, 2017     12068

კომპანია, რომელსაც საქართველოს ყოფილი-პრემიერ მინისტრის, ოლიგაარქის ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვს, ახალ სკანდალში ეხვევა. ვერეს ხეობაში ესტაკადის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია „ზიმო“ გახლავთ, კომპანია კი საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ ფირმა ზიმოს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ახალი ესტაკადის ასაშენებლად ერთი მილიონი ლარი, ერთ წლის წინ გადაურიცხა, თუმცა, ადგილზე ახლაც მხოლოდ აბრაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორია, სადაც გზამ უნდა გაიაროს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, რომელსაც თბილისის მერიას არ აძლევს. მერიაში აღნიშნულ ვერსიას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რომ ესტაკადის მშენებლობამ 2019 წლამდე ადგილზე არსებული ხეების გამო გადაიწია.

„წინასწარ მოხდა გათვლა, უბრალოდ შემდეგ მოხდა შესწავლა, მივიყვანეთ სპეციალისტები, პროექტის ავტორმა შემდეგ ჩათვალა, რომ ეს ხეები სხვაგან უნდა გადატანილიყო, ფიზიკურად ექსპერტებმა შემდეგ თქვეს, რომ გადაირგოს ეს ხეები, გახმება, არ გვინდა გავაკეთოთ ესტაკადა, რომელიც ხეებს გაახმობს, საერთოდ არ გვქონია ბატონ ბიძინასთან ამაზე კომუნიკაცია“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე „კურიერთან“ საუბრისას.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ბიძნა ივანიშვილმა აღნიშნული ტერიტორია ვალდებულებებით შეიძინა, რომლის თანახმადაც, გზის მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, მას დედაქალაქს დაუბრუნებდა. შესაბამის დოკუმენტს ხელს ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე აწერს:

„არანაირი პრობლემა და საერთოდ საკითხი არ იდგა მანდ საკუთრების შესახებ რომ ყოფილიყო რამე პრობლემა. გეუბნებით, რომ ხეების გადატანის პრობლლემა არის და ჯერ ერთი პრეამბულას მიკითხავთ, კი, შეთანხმებაზე არის ჩემი ხელმოწერა, გეუბნებით, რომ ვადა გადავწიეთ, გეუბნებით, რომ საკუთრების პრობლემა არ არის“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ კომენტარი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამაც გააკეთა და მისი არგუმენტიც, ხეების დაზიანების საშიშროება გახლავთ:

„მას შემდეგ, რაც პროექტის დეტალები დაზუსტდა და შემოიტანეს ჩვენთან წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხეები უნდა მოჭრილიყო, მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ღირდა იმ ადგილას ხეების მოჭრა. ხეები არის მთავარი მიზეზი, წადით და ადგილზე ნახეთ, მშენებლობა არ განახლდება“, - აცხადებს ნარმანია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებს:

„ამასაც ჩაურიცხეს ერთი მილიონი ლარი, თუმცა, თითი თითზე არ დაუდია კომპანიას, მხოლოდ ტრაფარეტი ჩაარჭეს, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ 2016 წლის პირველ ნოემბერს ეს მშენებლობა დასრულებული უნდა ყოფილიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ არა ხეების მოჭრის გამო შეჩერდა პროექტი, არამედ ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუბედეს, რომ მოსთხოვონ ხელშეკრულების შესრულება. როდესაც ბიძინა ივანიშვილს თავის რეზიდენციასთან გზის მიყვანა დასჭირდა, კრწანისი-შიდისის გზა, ჯერ 500 ხე მოჭრა, შემდეგ როდესაც გადაიფიქრა და მოუნდა იმ მიწის შესყიდვა, გზა შეცვალეს და დამატებით კიდევ 700 ხე მოჭრეს. ეს არის ფარისევლობა, ვინც ამ განცხადებას აკეთებს და სხვა არაფერი“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ მშენებლობის დაწყება არ ხდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულ საკითხზე საუბარს „ვერ უბედავენ“.

„ჩემი აზრით ვერავინ უბედავს ივანიშვილს იმის თქმას, შენს მიწაზე გზის გატარება გვინდაო, ეს რომ გაიგოს ალბათ გზას გადაატარებს მერიის შენობას თავზე, ალბათ ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს ალეკო ელისაშილი.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია „ზიმოსთვის“ გადარიცხულ ფულს უკან დააბრუნებენ, თუმცა, როდის და რა გზით არ აკონკრეტებენ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან ომის შედეგებს - ომბუდსმენი
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42