როგორ გავხდეთ დედა ნებისმიერ ასაკში - ინოვიაციური მეთოდი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
საზოგადოება - 10:43, 02 Oct, 2017     10069
ხშირად ჩვენი სურვილები და გეგმები განსხვავდება ბიოლოგიური შესაძლებლობებისგან, მაგალითად ქალების შვილოსნობის უნარი, რაც დროთა განმავლობაში ქვეითდება.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქალი ირჩევს კარიერის მოწყობას და შესაბამისად, შვილების გაჩენას მოგვიანებით. პირველად კაცობრიობის ისტორიაში სულ უფრო მეტი ქალი ხდება დედა 30 და არა 20 წლის ასაკში.

ინოვაციური მეთოდის შესახებ, კომპანია „მედვიზიტ გლობალის“ დირექტორი, ექიმი-გინეკოლოგი, თამუნა გაბუნია გვესაუბრება.

„ცნობილია, რომ ასაკი უარყოფითად მოქმედებს ქალის კვერცხუჯრედების რაოდენობაზე, მის ხარისხზე და იწვევს მნიშვნელოვან შემცირებას 35 წლის ასაკიდან. საბედნიეროდ არსებობს გამოსვალი: კვერცხუჯრედების გაყინვა ადრეულ ასაკში, მათი შემდგომი გამოყენებისთვის.

ამ მეთოდის წყალობით, ქალს საშუალება ეძლევა ჰყავდეს საკუთარი გენეტიკის მატარებელი შვილები მაშინ, როცა მზად იქნება დედობისთვის, ბიოლოგიური საათისგან დამოუკიდებლად.

წლების განმავლობაში კვერცხუჯრედების გაყინვა წარმოადგენდა ექსპერიმენტულ პროცედურას და არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. 2012 წელს ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციამ კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდს მოუხსნა ექსპერიმენტულის სტატუსი, ვინაიდან დადგინდა მეთოდის უსაფრთხოება და დღეს კვერცხუჯრედების გაყინვა განიხილება როგორც ეფექტური მეთოდი და ფართოდ გამოიყენება ინ ვიტრო ანუ ხელოვნურ განაყოფიერებაში.

რაში გამოიხატება აღნიშნული მეთოდის უპირატესობა?

კვერცხუჯრედის გაყინვის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს მეთოდი ეხმარება ქალებს, რომელთაც არ სურთ ადრეულ ასაკში გააჩინონ შვილები, ან ვერ ახერხებენ დაორსულებას სხვადასხვა მიზეზის გამო (კარიერაა, ოჯახური პირობები, პარტნიორი), მაგრამ სურთ თავიდან აიცილონ დაგვიანებულ შვილოსნობასთან ასოცირებული რისკები. კვერცხუჯრედის გაყინვა ანიჭებს ქალებს მეტ თავისუფლებას ოჯახის დაგეგმარების საკითხში, მათი სურვილების და შესაძლებლობების შესაბამისად. აღნიშნული მეთოდი ასევე გამოიყენება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას სთავაზობთ პაციენტებს?

„მედვიზიტ გლობალი“ წარმოადგენს ინოვაციურ კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალების მოტივაცია/გაძლიერება - ჰქონდეთ მეტი თავისუფლება ცხოვრებაში და თვითონვე აირჩიონ, როდის გახდნენ დედები, ბიოლოგიური საათისგან დამოუკიდებლად.

„მედვიზიტ გლობალი“ გთავაზობთ კვერცხუჯრედის ექსტრაქციას, გაყინვას და შენახვას, ასევე შემდგომ მისი გამოყენების შესაძლებლობას ხელოვნური განაყოფიერების გზით. ჩვენ გთავაზობთ კვერცხუჯრედების გაყინვას უახლესი ვიტრიფიკაციის მეთოდით, რაც გამორიცხავს კრისტალების წარმოქმნას გაყინვის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კვერცხუჯრედების შემადგენლობაში შედის წყალი.

რა ღირს ინოვაციური მეთოდი?

ინოვაციური მეთოდის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მისაღებ ფასად. ძირითად პაკეტში შედის: პირველადი გამოკვლევები, სამედიცინო მომზადება, კვერცხუჯრედის ექსტრაქცია, რომელიც 15-წუთიანი პროცედურაა და ტარდება ანესთეზიის ქვეშ. ასევე კვერცხუჯრედის გაყინვა და შენახვა. ბაზისური კვლევებით შესაძლებელია მოხდეს თქვენი მდგომარეობის შეფასება და სათანადო გადაწყვეტილების მიღება. „მედვიზიტ გლობალი“ თანამშრომლობს საქართველოში წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ რეპროდუქციული მედიცინის სფეროში.

აღნიშნული მეთოდის გარდა, კიდევ რა მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?

„მედვიზიტ გლობალი“ დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წყვილებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ მშობლები, თუმცა გარკვეული პრობლემები აქვთ, დავეხმარებით მათთვის სასურველი სუროგატი დედის და/ან კვერცხუჯრედის დონორის შერჩევაში.

დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანია „მედვიზიტ გლობალი“ პაციენტის ინტერესზე მორგებული კომპანიაა, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს.

უფასო კონსულტაციისთვის დარეკეთ 599 56 67 61 ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე

http://medvisitglobal.com

გვეწვიეთ „ფეისბუქის“ გვერდზე

დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო ცენტრი Medvisit Global





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ხანძარი რუსთავში - მე-5 სართულზე გაზქურის მილს ცეცხლი გაუჩნდა
1 ივლისიდან დენის ქვითარს “თელმიკოსგან” და “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებთ - რა ცვლილებები მოხდა ელექტროენერგიის მიწოდებაში
კაცი თავის შეყვარებულს ოთახში 10 წელი მალავდა
სალომე ზურაბიშვილი Astrazeneca-ს მეორე დოზით აიცრა
"უკრაინა ძალის მეშვეობით უნდა დავიბრუნოთ" - პუტინის ყოფილი თანაშემწე
"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - პუტინი
ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა
12 ივნისს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო "ციფრული ტაეპი“ გაიმართება
ენკა: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას
სელფის გადაღების დროს 21 წლის გოგონა “Москва-Сити”-ის 86-ე სართულიდან გადმოვარდა
რატომ არ დაუშვეს 3 რუსი სპორტული ჟურნალისტი EURO-2020-ზე
"დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ" - გოგი წულაიას ზარი ციხიდან
"სალოცავის გვერდზე ვიყავით... იქ მოვიდნენ ჩვენიაო - რას ყვება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გერონტი პაპიტაშვილი
სროლა ჯორჯიაში - დაჭრილებს შორის 2 და 13 წლის ბავშვები არიან
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42