,,გაიმარჯვა იმან, ვინც ჯოხით შერეკა არჩევნებზე ამომრჩეველი...“ – ექსპერტი ოპოზიციას ურჩევს დიდ ფულს სწორი პოლიტიკა დაუპირისპირონ
პოზიცია - 14:24, 24 Oct, 2017     7084
არჩევნების მთავარი პრობლემა - ამ საკითხთან დაკავშირებით "ნიუპოსტი" პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მოსაზრებას გთავაზობთ, რომელიც თვლის, რომ მიუხედავად გამარჯვებისა "ქართულ ოცნებას ამომრჩეველი ვერ იტანს".
რატომ უყურებს ექსპერტი მეორე ადგილზე გასული ელისაშვილის პოლიტიკურ მომავალს სკეტტიკურად და როგორია მისი პროგნოზი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

გია ხუხაშვილი "ნიუპოსტთან" ასახელებს იმ მეთოდებს, როგორ უნდა ჩანაცვლდნენ "ცხვრების სინდრომის მოქნე ამომრჩევლები, რომელებიც საარჩევო ყუთთან ჯოხით მირეკეს" ნატურალური ამომრჩევლით.

"ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა ორი რამ: როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. ამომრჩეველი ფაქტობრივად დისტანცირებულია მათგან. მოსახლეობას საერთოდ არ სურს მათი დანახვა. გაიმარჯვა იმან, ვინც ჯოხით შერეკა არჩევნებზე ამომრჩეველი. ნატურალური ამომრჩეველი კი ფაქტობრივად საარჩევნო ყუთებთან არ მისულა."ქართულმა ოცნებამ" საკუთარი რესურსების მეშვეობით სრული მობილიზება მოახდინეს მათი ორგანიზაციული რესურსის და ამის ხარჯზე გაინაწილეს ხელისუფლება. ეს არ არის პირველი არჩევნები, როცა ამომრჩეველი ეძებს მესამე ძალას, რომელსაც არსებული ელიტა ვერ თავაზობს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ფულმა გადაწყვიტა.

"არჩევნებზე ამომრჩეველი თავისი სურვილით არ მისულა, ის საარჩევნო ყუთთან გარკვეული მერკანტილური ინტერესის გათვალისწინებით იმყოფებოდა. ამომრჩეველმა თქვა: მე ხელისუფლების არ მჯერა, ისევე როგორც ოპოზიციის. ერთადერთი თუ გადაიხდით კი ბატონო, მივალ და ერთჯერადად მოგაქვავებთ ხმას. შესაბამისად ფული, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსი ვისაც ჰქონდა, ცხვრებივით შერეკა თვისი სამობილიზაციო ამომრჩეველი. ქართული ოცნების ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უკეთესი მომავლის იმედით არ მისულა. როცა ამ ტიპის ნეგატიური არჩევნებია იქ ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს"- თქვა ექსპერტმა.

მისი თქმით, ამომრჩევლის ნიჰილიზმი გასაგებია რადგან მოსახლეობის დამოკიდებულება მათ მიმართ არის უფრო ნეგატიური ვიდრე დადებითი.

"ამომრჩეველი პოლიტიკურ ელიტას უყურებს, როგორც გადამგდებებს, ნაწილი ნახეს ხელისუფლებაში და მათ მიმართ იმედგაცრუებაა, ნაწილი დისკრედიტირებული და კომპრომიტირებულია, ნაწილი არის მუდმივად დამარცხებული და ასეთი პოლიტიკოსები არავის არ უყვარს, კიდევ ერთი ნაწილი კი აბსოლუტურად დაცლილია შინაარსისგან - ეს არის მთელი ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მომავალში ამომრჩეველი მათ მიმართ აზრს შეიცვლის. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ პოლიტიკა ლატარია არ არის, რომ კიდევ სცადონ და შეიძლება მოიგონ - ეს ასე არ ხდება. თუ ერთხელ დამღა დაგესმევა, თუ სასწაული არ ჩაატარე ეს დამღა მთელი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე გაგყვება"- აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ "დიდი ფულისა და ადმინისტრაციული რესურსის" მქონე ხელისუფლების დამარცხება სწორი პოლიტიკური გათვლით შესაძლებელია.

"მთავარი შეცდომაა, როცა ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურს იმავეს უპირისპირებენ. რესურსთან ლატარეათი დაპირისპირებაც შეცდომაა. შედეგის მომტანი მხოლოდ ნატურალური რესურსით ბრძოლა იქნება. ახალი იმედების გაჩენა უნდა მოხდეს ამომრჩევლისთვის. პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ კიდევ შეიძლება უკეთესი მომავლის შექმნა, რომ კიდევ არსებობენ წესიერი ადამიანები და ყველა გარყვნილი და გათახსირებული არ არის. ამის ტესტი იყო ელისაშვილი, რომელსაც არც რესურსი, არც პოლიტიკური გამოცდილება, არც პარტიული ჰქონდა. ერთი გატლეკილი კაცი მეორე ადგილზე გავიდა"- განაცხადა გია ხუხაშვილმა თუმცა იქვე თქვა, რომ "ალეკო ელისაშვილის პოლიტიკოსობის არ სჯერა".

"ამომრჩეველმა იფიქრა, რომ მას აქვს სურვილი უკეთესობისკენ შეცვალოს რაღაც, მაგრამ ელისაშვილმა ვერ შეძლო ამომრჩევლის დარწმუნება, რომ სურვილის გარდა მას ამის გაკეთება შეეძლო თუ არა. თუ გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაუმტკიცებს უკეთესი მომავლის მოსურნე ამომრჩეველს რომ მას სურვილთან ერთად მას შეუძლია მანკიერი წრე გაარღვიოს და მას აქვს ძალა ეს გააკეთოს ასეთი კანდიდატი გაიმარჯვებს. ელისაშვილს კი მგონია, რომ თვითონაც არ აქვს ამბიცია... ერთია ერთჯერადი, ქალაქის დონეზე რაღაც ტიპის წარმატების მიღწევა, მაგრამ გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესში შესვლას ამას სისტემური მუშაობა სჭირდება. ჩემი აზრით ელისაშვილს ეს უნარი არ აქვს"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა წარმოდგენილი პოლიტიკური ელიტა "საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების ალტერნატივა ვერ გახდება". მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტიის ადმინისტრაციული თუ ფულადი რესურსის დამარცხება უპარტიო ლიდერს შეუძლია.

"პარტიებს ამჯერადაც ექნებათ მცდელობა თავიანთი კომპლექსები და ამბიციები დაიკმაყოფილონ ამ არჩევნებზე მაგრამ დამერწმუნეთ შედეგი იქნება ნულოვანი და მათი ჰიპერ აქტივობა ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ერთადერთი წარმატებული პროექტი საპრეზიდენტო არჩევნებზე უპარტიო კანდიდატი იქნება.

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროპორციული სისტემით 4-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“ (55,7 %), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (17 %), „ევროპულმა საქართველომ“ (10,4 %) და „პატრიოტთა ალიანსმა“ (6,5 %).

თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ მიიღო ხმების 51,1% და პირველივე ტურში გაიმარჯვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ქონების წართმევა, მუქარა, რეკეტი და სკანდალში გახვეული პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილს თეირანის სასამართლოში უჩივიან
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სტრატეგია - ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო კომისია შექმნა
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სასამართლოში კლანური მმართველობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში დაცვის სამსახურის "ვიქტორია სექიურიტის" თანამშრომელი დააკავა
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - მთაწმინდის რაიონში ორი ბიჭი დაჭრეს
ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა, 4 500 მ. სიმაღლეზე იყო - მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს
ჯერ სულ ერთი წლისაა და უმძიმეს დაავადებას ებრძვის - პატარა სოფიას ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება
21 წლის გოგოს გარდაცვალება - კლინიკა "ბომონდი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი - გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
ემანდ მე არ ვერევი - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე
"შევიდა, 5 ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა" - ზაზა გახელაძის დედამ სუიციდი სცადა
"ეს დედაჩემია… მედიცინა სწორედ დაავადებებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი რომ…“ – გიორგი ღოღობერიძის სევდიანი ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო აატირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება
სამყაროში, სადაც მნიშვნელოვანია, თუ რამდენი ,,ლაიქი“ გაქვს გვერდზე, შვილები გვერდზე გვრჩება - ტყუპების დედის ექსპერიმენტი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42