alia.ge-ს მიერ ქსენოფობიური ტყუილის გავრცელება - არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 13:12, 28 Sep, 2018     2399
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია" ინტერნეტ-საიტ alia.ge-ს მიერ ქსენოფობიური ტყუილის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2018 წლის 22 სექტემბერს (21:43) საიტმა alia.ge ახალი ამბების განყოფილებაში გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: "ირანელებს 112 ში დაურეკიათ ვაშლიჯვარის ეკლესიის ზარების ხმა გვაწუხებსო და იმ დღის მერე აღარ რეკენ..." ინფორმაცია იწყება სიტყვებით: „სოციალური ქსელის მომხმარებელი მარინა ჩეხაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს", შემდეგ კი მოყვანილია ვრცელი ციტატა, ჟურნალისტის ან რედაქტორის ყოველგვარი კომენტარის გარეშე.

„მწვანე კავკასიამ" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო ოფიციალური პასუხი, რომ „ვაშლიჯვრის ტაძრის ზარების ხმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით პირ(ებ)ისგან განხორციელებული შეტყობინება, რომელმაც თავი ეკლესიის მეზობლად მცხოვრებ ირანელ მოქალაქედ დაასახელა, სსიპ „112"-ის მონაცემთა ბაზაში არ მოიძებნა".

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ალიამ' დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მეშვიდე პრინციპები იმით, რომ ქსენოფობიური შინაარსის ინფორმაცია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა, რითაც ფაქტობრივად, ხელოვნურად წახალისა დისკრიმინაცია ირანული წარმოშობის პირების მიმართ.

„მწვანე კავკასია" მოუწოდებს საზოგადოებას, არ აჰყვეს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გახშირებულ ირანოფობიური შინაარსის განცხადებებს და მიიჩნევს, რომ ასეთი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია შეიძლება მიმართული იყოს ირანიდან გაზრდილი ტურისტული ნაკადის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავლები მოაქვს. განცხადებაში ყურადღება არის გამახვილებული ფაქტებზე, რომ 2017 წელს ჩვენს ქვეყანაში ირანიდან 282,5 ათასი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, ხოლო 2018 წლის 8 თვეში - 215 ათასი, იმადროულად, საქართველოში მხოლოდ 1335 ირანელი იმიგრანტია.

„მწვანე კავკასია" ითხოვს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან, გააკეთონ განცხადება „ალიას" მიერ დეზინფორმაციის გავრცელების ამ ფაქტთან დაკავშირებით და დაგმონ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მედიაში გადაუმოწმებლად გამოქვეყნების სამარცხვინო პრაქტიკა, ხოლო თავად „ალიამ" ბოდიში მოუხადოს შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას, ტყუილის ტირაჟირებისა და ქსენოფობიის გაღვივების მცდელობისათვის" - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ლელო" პარლამენტში შევა მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ პატიმრობიდან გათავისუფლდება
სამადაშვილი: ამნისტიის კანონით მელია გათავისუფლდება და შემდეგ ენმ-ც შემოუერთდება ოპოზიციას
აშშ-ის ელჩი: ეს შეთანხმება რჩება ღია პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42