საჯარო სკოლებში შექმნილი სახელმძღვანელოების დეფიციტი და ე.წ. მკვდარი სულები
საზოგადოება - 01:53, 16 Sep, 2013     3625

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში ზოგადი განათლების სფეროში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული უკუსვლა შეიმჩნევა.

 

_პირველ რიგში, მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო ყველას, სკოლის მოსწავლეებს და იმ სტუდენტებს, რომლებიც ეხლა იწყებენ სწავლას. 2010-2012 წლებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში ზოგადი განათლებისთვის, ჩვენ დავაბრუნეთ ბავშვები სკოლებში, გავზარდეთ სკოლის პრესტიჟი, ჩვენ გავხადეთ სკოლები უსაფრთხო და მკვეთრად გაიზარდა განათლების დონე.

სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით შეიმჩნევა სერიოზული უკუსვლა და ეს ბუნებრივია ცუდი ტენდენციაა ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი, არც გაზი, არც ალმასების ბუნებრივი საბადოები და ერთადერთი ჩვენი რესურსი ეს არის მოსახლეობის ინტელექტი, ამისთვის გვჭირდება განსაკუთრებით, ზოგადი განათლება.


_თქვენ ამბობთ, რომ ბოლო ერთი წელია განათლების სფეროში არის უკუსვლა, რაში გამოიხატება? საუბრობდით ზოგად განათლებაზე და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?


_პირველი პრობლემა, როგორც ეს მოლოდნელი იყო გახლავთ სახელმძღვანელოების თემა, რომელზეც მე სწორედ თქვენთან ინტერვიუში ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვსაუბრობდი. განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სახელმძღვანელოების სწორად დათვლა და ზოგიერთ სკოლაში ეხლა შეიქმნა დეფიციტი. უკვე არსებობს ფაქტები, როცა რესურცენტრები იბარებენ სკოლის დირექტორებს და მათ ეუბნებიან, რომ თავად უნდა იყიდონ საკუთარი ხარჯებით სახელმძღვანელოები, რომელიც აკლიათ. დირექტორები ამას ავალებენ მასწავლებლებს და ისედაც მიზერული ხელფასის მქონე პედაგოგებს ტვირთად უნდა დააწვეთ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების ყიდვა. ჩემთვის მართლა გაუგებარია, რა დააშავა დირექტორმა ან მასწავლებლემა ამ შემთხევაში. სულაც არ არის მათი ბრალი, რომ სამინისტრომ არასწორად დათვალა სახელმძღვანელოთა რაოდენობა.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ ძალიან მკვეთრი მესიჯი გააგზავნოს სკოლებში, რესურსცენტრებში, რათა სახელმძღვანელოებთან დაკაშირებით შეწყდეს გაუგებარი მუქარები მშობლების მიმართ.


_რა მუქარებზეა საუბარი და რას ავალდებულებენ იგივე მშობლებს?


_გასაგები პოზიციაა, რომ თუ ბავშვმა დააზიანა წიგნი, ეს უნდა ანაზღაურდეს, პრინციპი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ამის განხორციელების გზა. ეს წიგები იყო დაბეჭდილი სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფომ გააკულაკა გამომცემლობები, წაართვა მათ ეს საკუთრება, დაბეჭდა თავად და დაურიგა. ამ წიგნების უმრავლესობას ფასი არ აწერია. მე მაინტერესებს, როდესაც ჩვენ მშობელს ვეუბნებით, რომ თუკი შენმა შვილმა წიგნი გააფუჭა, შენ ეს სახელმძღვანელო უნდა დააბრუნო, როგორ მოხდება ამის დათვლა? ეს ერთი და მეორე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო 2012 წლამდე, როცა მე გახლდით მინისტრი, ყიდულობდა 180 ათასი ბავშვისთვის სახელმძღვანელოს და უფასოდ აძლევდა. ეს კეთდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, ომში დაღუპული ჩვენი გმირების შვილებისთვის და ა.შ. ბევრი სხვა კატეგორია იყო. დღეს, თუ ჩვენ სოციალურად დაუცველს ვეუბნებით, რომ შენმა შვილმა დააზიანა სახელმძღვანელო და უნდა მოიტანო ამის ფული, გაუგებარია, საიდან უნდა მოიტანოს? ოჯახების ეს ფინანსური საკითხი უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ საკითხს. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ 15-16 წლის ბავშვებზე, აქ საუბარია 7-8 წლის ასაკის ბავშვებზე. ჩემი მინისტრობის დროს ძალიან ბევრი ფსიქოლოგი პრეტენზიას მიყენებდა, მე მაინტერესებს, სად არიან ეხლა ეს ფსიქოლოგები და რატომ არ გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას? 7-8 წლის ბავშვისთვის ეს იქნება უზარმაზარი ტრამვა, მან იცის, რომ არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, მის მშობლებს არ აქვთ ფული და რამე რომ დაემართოს წიგნს, მისი მშობლები მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან. პირობითად, მეორე კლასელმა ბავშვმა შეიძლება წიგნი დააგდო, ან ისროლა, თან გავითვლისწინოთ, რომ ამ წიგნების ბეჭდვის ხარისხი მაღალი არ არის, იმისთვის, რომ შეემცირებინათ ხარჯვითი ნაწილი, ამიტომ გააკეთეს დაბალი ხარიხის წიგნები - თხელი ფურცლით და თხელი ყდით. გამოდის, რომ სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც ჩვენ ვჩუქნიდით სახელმძღვანელოებს, წიგნის დაზიანების შემთხვევაში, მათ მოუწევთ ფულის გადახდა.

მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ სახელმძღვანელოებს, რომელსაც მოჰყვება სავარჯიშო სპეციალური რვეული, ეუბნებიან, რომ იქ არაფერი ჩაწეროთ. ეს რვეულები არის პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილი.


_მაშინ რისთვის არის ეს რვეულები, მოსწვალემ როგორ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება? მიზეზი რა არის ამის?


_კი ბატონო, მაშინ მართლაც რისთვის არის ეს სახელმძღვანელო? ბავშვებს ეუბნებიან, რომ გადაწერონ ჩვეულებრივ რვეულში. თუ ჩვენ გვინდა მაღალი დონის განათლება, ერთ-ერთი კომპონენტი არის წიგნთან არსებული სპეციალური რვეული, რომელშიც ბავშვი ახორციელებს პრაქტიკულ ვარჯიშებს და ეხლა ეუბნებიან, რომ იქ არაფერი ჩაწერონ. ეს უკვე მარაზმია, ჩვენ მუზეუმებს ხომ არ ვქმნით? როგორ ვასწავლთ ბავშვს, თუკი მან წიგნი არ უნდა გადაშალოს თამამად იმიტომ, რომ შეიძლება ფურცელი დაზიანდეს, რვეული არ უნდა იხმაროს პრაქტიკული სამუშაოსთვის...


_გასაგებია, რომ წიგნები უნდა გადასცენ შემდეგ წელს სხვა ბავშვებს, მაგრამ იგივე ხდება პრაქტიკული სამუშოას შესრულებისთვის განკუთვნილ რვეულებთან დაკავშირებითაც?


_კი, სწორედ ამიტომ. მთელი პრობლემა არის ის, რომ სამინისტროსა და სკოლებს შორის არსებობს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა. სამინისტროდან მოდის გაურკვეველი მესიჯები, რესურს-ცენტრების მეშვეობით ეს მახინჯდება და დირექტორებამდე მიდის საერთოდ გაურკვეველი შინაარსით, შემდეგ უკვე დირექტორები კიდევ ამახინჯებენ ამ მესიჯებს და მშობლებამდე მიდის კიდევ უფრო გაურკვეველი სახით. მე არ მგონია, რომ განათლების სამინისტროში ვინმე იყოს მომხრე იმისა, რომ საკლასო ოთახებში მუზეუმები იყოს სწვალის მაგივრად. ფაქტია, რომ ეს ხდება.

 

_რაც შეეხება კერძო სკოლებს, ამ შემთხვევაში რა ხდება სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით? რამდენადაც ცნობილია განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებისას კერძო სკოლები არ გაითვალისწინა.


_ეს კიდევ მორიგი პრობლემაა, რაზედაც მე ასევე ვსაუბრობდი. როდესაც სამინისტრომ თქვა, რომ მე კერძო სკოლებს არ ვუყიდი სახელმძღვანელოებს, მაშინვე ვთქვი, რომ მოსწავლეებისთვის ამ საახელმძღვანელოების ფასი გაიზრდება, ზუსტად ასე მოხდა - ორჯერ გაიზარდა სახელმძღვანელოების ფასი კერძო სკოლებისთვის. ბუნებრივია გამომცემლობები ეხლა ცდილობენ, კომპენსაცია გაუკეთონ თავის დანაკარგს, რადგან მათ წაართვეს სახელმძღვანელოები საჯარო სკლებისთვის და ეხლა გაზარდეს ფასები ორჯერ. კერძო სკოლების ბავშვების რაოდენობა ეს არის 60 ათასი, რომელიც დამეთანხმეთ არ არის პატარა რაოდენობა და მათთვის გაორმაგდა რაოდენობა სახელმძღვანელოს საფასური.


_შესაძლოა ამაზე გიპასუხონ, რომ ოჯახებს რომელსაც დაყავს ბავშვი კერძო სკოლაში, მათ სახელმძღვანელოს ყიდვის საშუალებაც აქვს, თუნდაც გაძვირებულის...


_ვერ დავეთანხმები ამაში ვერავის, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 260 კერძო სკოლა საქართველოში, აქედან დაახლოებით 30 სკოლა არის ძვირადღირებული, სადაც არის მაღალი გადასახადი და შესაბამისად სწავლობენ მდიდარი ოჯახების ბავშვები. მათთვის მაგალითად ტრაგედია არ იქნება სახელმძღვანელოს კომპექტში გადაიხადოს არა 100 ლარი, არამედ 200. მაგრამ დანარჩენ 230 სკოლაში გადასახადი არის 100, 50 ლარი, განსაკუთრებით რაიონებში ეს არის სკლები, რომლებიც არიან ვაუჩერულ სისტემაზე და სკოლაში არის ყოველთვიური 20-ლარიანი გადასახადი, ანუ იქ უკვე მშობლისთვის 100-ლარიანი სხვაობა დიდია.


_კერძო სკოლებისთვისაც ხომ იგივეა სასწავლო პროგრამა, რაც ჩვეულებრივი საჯარო სკოლისთვის?


_კი, რა თქმა უნდა, ეს არის ერთიანი სასწავლო პროგრამა, იგივეა რაც არის საჯარო სკოლებში და ესეც მნიშვენლოვანია, რამე განსხვავებასთან არ გვაქვს საქმე.

მესამე, ყურში ხშირად გვხვდება ხოლმე სხვადასხვა ციფრები. ერთი ის, რომ განათლების სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ სახელმძღვანელოები უჯდება 8 მილიონი ლარი, ხოლო ეხლა თქვეს, რომ ეს თანხა შეადგენს 18 მილიონ ლარს... ან დათვლის პრობლემაა, ან ადგილი აქვს თანხების სერიოზულ მითვისებას, რითაც სამინისტრო უნდა ინტერესდებოდეს.

ეს ერთი გაუგებარი დეტალი ციფრებთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგი გახლავთ ის, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ წიგნებს ვურიგებთ 680 ათას ბავშვს, მეორე ასახელებს 640-ს, ანუ ბოლო პერიოდში დაიწყო გაუგებარი რაოდენობის დასახელება.


_კი, მაგრამ ხომ არსებობს ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი მოსწავლეა საქართველოში?


_ჩვენ გვყავს 520 ათასი საჯარო სკოლის მოსწავლე. ამას დამატებული 60 ათასი კერძო სკოლის მოსწავლე, ჯამში ეს გამოდის 580 ათასი. არანაირი 680 ან 640 ათასი საჯარო სკლის მოსწავლე არ არის.


_ანუ, მიზეზი რა არის რაოდენობის გაზრდის?


_აქ არის ორი ახსნა საკითხის: ერთი არის, რომ განათლების სამინსიტროს ზოგი ხელმძღვანელი ვერ ფლობს ინფორმაიცას თავის სისტემაზე, რაც სამწუხაროა. წესით, მინისრის მოადგილემ უნდა იცოდეს, რა რაოდენობის მოსწავლეა ქვეყანაში. მეორე, კიდევ უფრო ცუდი ვარიანტი არის ის, რომ სკოლების მიერ ადგილი აქვს ბავშვების რაოდენობის გაბერვას.


_რას ნიშნავს მოსწავლეთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა, სკოლას რაში აძლევს ხელს?


_ჩვენ გვაქვს სკოლების დაფინანსების ვაუჩერული სიტსტემა, რაც უფრო მეტი ბავშვია, მით მეტი ვაუჩერია. ჩვენ 2010 წელს შევქმენით სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომელმაც გაწმინდა ეს სიები, ამოაგდო მკვდარი სულები და ბიუჯეტს მისცა 20 მილიონი, ანუ იყო 620 ათასი იყო სკოლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და როდესაც დავწმინდეთ სიები აღმოჩნდა, რომ 580 ათასი, 40 ათასი იყო ზემდეტი და სწორედ ეს არის 20 მილიონი...


_გინდათ თქვათ, რომ მკვდარი სულების თემა მარტო საარჩევნო სიებში კი არა, სკოლებშიც არსებობდა?


_კი, ეს იყო და როგორც მოგახსენთ ჩვენ თავის დროზე გავწმინდეთ სიები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრმა ჩაიხედოს ამ საქმეში. ან მოადიგლეებმა არ იციან, როცა აკეთებენ განცხადებას, ან მკვდარი სულები კვლავ აღმოჩნდა.


_ფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან...?


_ეს უკვე სანახავია და სამინისტროს პირველმა პირმა უნდა ჩაიხედოს ამ საქმეში. განათლების სამინსიტროში არსებობს სპეციალური დეპარტამენტი, რომელშიც არის ყველა ელექტრონული ბაზა.


_როგორ ხდებოდა ამ ციფრის გაზრდა? რა მექანიზმი არსებობს ამის?


_ერთი და იგივე დაბადების მოწმობით ერთ ბავშვს დაარეგისტრირებდა მაგალთად 5 სკოლა, თითქოს ეს ბავშვი იქ სწავლობს და მიაწოდებდა სამინისტროს. ამ ბაზების მეშვეობით ეს მოწმდებოდა, თუ არ გაქვს პირადი ნომერი, დაბადების მოწმობის ნომერი, ვერ დარეგისტრირდება და ასეთ ორმაგ რეგისტრაციას ავტომატურად აგდებს, როგორც ამომრჩეველთა სიაში.

ამას გარდა არსებობს პრობლემები ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. განათლების სამინისტრომ არ შეისყიდა არცერთი ლაბორატორია, არ გააკეთა არცერთი მომავლის კლასი. როდესაც მე განათლების სისტემიდან წავედი, ყველა ქალაქის სკოლაში დავტოვეთ ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორები, მაგრამ ასეთი არის სულ 600 სკოლა, ჯამში გვყავს ჩვენ 2180 სკოლა დაახლოებით, რაც ნიშნავს იმას, რომ რაიონში, სოფლების სკოლებში არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ამის შესყიდვა გვქონდა გაწერილი, იგივე მერხები, მისი ცვეთა არის ძალიან დიდი, ბავშვი აფუჭებს, ამტვრევს... ეს ბუნებრივია და მთელ მსოფლიოში ასეა და დღესდღეობით არც მერხები არ არის შესყიდული. ასევე გაუგებარი რჩება მასწავლებელთა სახლების აშენების საკითხი ზუგდიდში, ახალციხეში, თელავში, ბათუმში, რაც ასევე დაგეგმილი გვქონდა. გარდა ამისა, სამწუხაროდ, უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ აპირებენ სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატის დაჩეხვას.


_რას გულისხმობს დანამატის დაჩეხვა?


_ჩემ დროს სერთიფიცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ის, რომ სერთიფიცირებულ მასწავლებელს ჰქონოდა სრული დატვირთვა. ის იყო უკეთესი, ვიდრე სხვა მასწავლებლები და იყო მუდმივი თხოვნა ჩვენგან დირექტორებისადმი, რომ დატვირთეთ ეს მასწავლებლები სრულად საათების თვალსაზრისით. ეხლა აპირებენ ამის დაჩეხვას, ანუ თუ ხარ სერთიფიცირებული მასწაველბელი, შეგიძლია გქონდეს იმდენი საათი, რამდენიც გინდა და შესაბამისად, ამის მიხედვით მიიღებ დანამატს. განათლების სისტემისთვის მნიშვენლოვანია ჭადრაკის პრინციპი, სამწუხაროდ ამ გადაწვეტილებას ვინც იღებს, არც ჭადრაკის თამაში იცის და არც ესმის, რა არის ჭადრაკის თამაშის პრინციპი. უნდა გათვალო ორი-სამი ნაბიჯი წინ. მასწავლებლის სერთიფიცირების ფული მოდის ვაუჩერებთან ერთად და სკოლა მასწვლებელს მისცემს საათების მცირე რაოდენობას და გადაუხდის ნაკლებს.


_თავის დროზე, სერთიფიცირებული მასწავლებლის სრულად დატვირთვა, ეს იყო ნებაყოფლობითი, თუ იყო სავალდებულო სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის?


_მასწავლებელი თუ იყო სერთიფიცირებული და უნდოდა დანამატის მიღება, ეს იყო სავალდებულო აეღო 18 საათი კვირაში. თუ არ უნდოდა, მაშინ ის ვერ მიიღებდა დანამატს.


_წესით ეს ყველა პედაგოგს უნდა უნდოდეს ფინანსური ინტერესიდან გამომდინარე... და გამოდის, რომ სკოლა აქ უკვე მასწავლებლის ხარჯზე სარგებელს ნახულობს?

 

_ასეც იყო, ყველა პედაგოგი იღებდა სრულ დროს. დღეს რა ხდება - სკოლას აქვს პირობითად, 100 ლარი, რომ დაარიგოს ხელფასი და იმ ას ლარში შედის მასწავლებლის დანამატი. შენ იცი, რომ გყავს ერთი მასწავლებელი, რომელიც იღებს 1000-ლარიან დანამატს, რადგან მან ჩააბარა გამოცდები, ბუნებრივია მისცემ 2-3 საათს, რადგან ის 1000 ლარი გაყო საათების მიხედვით და ამ ათასის მაგივრად, პირობითად, მისცემ 50 ლარს და მეტი ფული დაგრჩება სკოლაში.

ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემა იქმნება და ეს ყველაფერი ერთობლიობაში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანაში ზოგადი განათლების სფეროს.

 

,,ნიუპოსტი“





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა და მსგავსი პრივილეგიები არ გვიზადავს - “მოქალაქეები” რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებენ
ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ გახდება კაპასი ქალების ქვეყანა - ვასაძე (ვიდეო)
მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა... საჭიროა, ეს პროცესი განვითარდეს და გარეთ დარჩენილი პარტიები შევიდნენ პარლამენტში - დეგნანი
ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - არიან დაშავებულები
გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის - ჯუანშერ ბურჭულაძე
თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს - ჯუანშერ ბურჭულაძე
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი მცირედით გამყარდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის "რაფაელის" მოდერნიზებულ სისტემებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
მომავალი წლიდან საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება დაიწყება
თბილისში ავტომობილი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შევარდა
იმიტირებული პროცესი და უარი შუამდგომლობაზე - ნიკა მელიას სასამართლო დღევანდელი შედეგი
"ვემზადებით ბრძოლისთვის" - ისრაელმა ღაზას სექტორის საზღვართან დამატებითი ძალები გადაისროლა
კიბოსა და დიაბეტის მტერი - იასამნისფერი ხახვის 5 ჯადოსნური თვისება
დაავადებამ, რომელიც ირაკლის დაუდგინდა, გულის დეფორმაცია გამოიწვია, უჭირს გადაადგილება, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - 16 წლის ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42