"რიკოთის ბინადარი ცნობილი მურა დათვის შეჭმის სურვილი ჩინელების ობიექტიდან გამოუთქვამთ" - მაშას დახმარება სჭირდება
სოც.მედია - 17:05, 15 Jan, 2019     4917

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფრმაცია იმის შესახებ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მობინადრე დათვს შველა სჭირდება. ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო, რესტორანი დაიხურა, მურა დათვის მაშას ბედი კი გაურკვეველია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მურა დათვის დაკვლის ინიციატივა ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა გამოტქვეს:

„გთხოვთ გააზიაროთ!

ყველასთვის ნაცნობი ფაქტია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს უნიათობის გამო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში „წითელი ნუსხით“ დაცულ მურა დათვებს ატყვევებენ სხვადასხვა ობიექტებზე!

არც რიკოთის უღელტეხილზე მდებარე რესტორნის „ედემის ბაღის“ მენეჯერმა გაუშვა ხელიდან შანსი დათვის დატყვევებისა.

21 წელი დათვი, სახელად მაშა რესტორნის ეზოში მცირე ზომის ვოლიერში ცხოვრობს! ოთხი წლის წინ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილმა დათვს ვოლიერი გაუფართოვა და მას შემდეგ მფარველობის ქვეშ ჰყავს!

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო რესტორანი დაიხურა. დადგა საჭიროება სასწრაფოდ დათვის გადაყვანისა! ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიკოთის ტერიტორიაზე არსებული ჩინელების ობიექტიდან გამოუთქვამთ სურვილი დათვის დაკვლისა და შეჭმისა! გასაკვირი არც არის ჩინელებისგან, რადგან ერთი წლის წინ ახალციხის ყოფილი გუბერნატორი ასევე აპირებდა მისივე დატვევებული დათვის შეჭმას, რომელიც ჩვენმა თავშესაფარა გადაარჩინა და შეიფარა.

ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებისათვის, მაგრამ სამინისტრო „ტრადიციულად“ დათვის მოვლა-პატრონობას ისევ ჩვენ გვთხოვს.

მაშას „დათვების თავშესაფარში“ გადმოყვანა ფინანსებთან არის დაკავშირებული, რის საშუალებაც თავშესაფარს არ გააჩნია, მოგეხსენებათ, რომ თავშესაფარში 12 დათვი გვყავს და მათ შენახვა-განთავსების ხარჯებს თავშესაფარი ფარავს.

მოგმართავთ ყველას თხოვნით, დაგვეხმაროთ ფინანსურად, ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარშზე შევაგროვოთ თანხა, სვხგვარად დათვი დაიღუპება. თქვენს მიერ ჩარიცხული თანხები პერიოდულად გამოქვეყნდება ფბ. გვერდზე.

საბანკო რეკვიზიტები

ვალუტა: GEL, USD, EUR.

მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”

მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ. „ზოოლოგიური ცენტრი“ (დათვების თავშესაფარი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 436038226

ანგარიშის ნომერი: GE05BG0000000037320500“, - წერს დათვების თავშესაფარი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერის საკითხიც განიხილება – სტოლტენბერგი
ხანძარი რუსთავში - მე-5 სართულზე გაზქურის მილს ცეცხლი გაუჩნდა
1 ივლისიდან დენის ქვითარს “თელმიკოსგან” და “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებთ - რა ცვლილებები მოხდა ელექტროენერგიის მიწოდებაში
კაცი თავის შეყვარებულს ოთახში 10 წელი მალავდა
სალომე ზურაბიშვილი Astrazeneca-ს მეორე დოზით აიცრა
"უკრაინა ძალის მეშვეობით უნდა დავიბრუნოთ" - პუტინის ყოფილი თანაშემწე
"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - პუტინი
ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა
12 ივნისს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო "ციფრული ტაეპი“ გაიმართება
ენკა: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას
სელფის გადაღების დროს 21 წლის გოგონა “Москва-Сити”-ის 86-ე სართულიდან გადმოვარდა
რატომ არ დაუშვეს 3 რუსი სპორტული ჟურნალისტი EURO-2020-ზე
"დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ" - გოგი წულაიას ზარი ციხიდან
"სალოცავის გვერდზე ვიყავით... იქ მოვიდნენ ჩვენიაო - რას ყვება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გერონტი პაპიტაშვილი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42