ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
კრიმინალი - 17:28, 15 Feb, 2019     16909
ქურდობა მამათში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა.

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა.

ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც საწოლი.

მომხდარის შესახებ "გურიის მოამბეს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა: "მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუყანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში"-გვიყვება მეზობელი

როგირც "გურიის მოამბე" წერს, შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.


ასევე უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სახლსა და დამხმარე შენობაში მოპარული არაფერი არ არის, სახლის მეპატრონემ პოლიციას განუცხადა რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან არც ძვირფასი და არც უმნიშვნელო ნივთი დაკარგული არ არის, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერის საკითხიც განიხილება – სტოლტენბერგი
ხანძარი რუსთავში - მე-5 სართულზე გაზქურის მილს ცეცხლი გაუჩნდა
1 ივლისიდან დენის ქვითარს “თელმიკოსგან” და “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებთ - რა ცვლილებები მოხდა ელექტროენერგიის მიწოდებაში
კაცი თავის შეყვარებულს ოთახში 10 წელი მალავდა
სალომე ზურაბიშვილი Astrazeneca-ს მეორე დოზით აიცრა
"უკრაინა ძალის მეშვეობით უნდა დავიბრუნოთ" - პუტინის ყოფილი თანაშემწე
"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - პუტინი
ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა
12 ივნისს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო "ციფრული ტაეპი“ გაიმართება
ენკა: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას
სელფის გადაღების დროს 21 წლის გოგონა “Москва-Сити”-ის 86-ე სართულიდან გადმოვარდა
რატომ არ დაუშვეს 3 რუსი სპორტული ჟურნალისტი EURO-2020-ზე
"დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ" - გოგი წულაიას ზარი ციხიდან
"სალოცავის გვერდზე ვიყავით... იქ მოვიდნენ ჩვენიაო - რას ყვება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გერონტი პაპიტაშვილი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42