შავ ზღვაში თევზჭერის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო წინადადების უარყოფასთან დაკავშირებით, ლეონიდ ჩერნოვეცკი კომენტარს აკეთებს
13:13, 03 Jun, 2019     398

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შავ ზღვაში თევზჭერის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო წინადადება უარყო. ამასთან დაკავშირებით, მისმა ავტორმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა. იგი წერს:

„საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ ტრალით თევზჭერა და შავ ზღვაში თევზის არარსებობა პრობლემა არ არის და ჩვენს დაბინძურებულ ზღვას, რომელშიც, უკვე დიდი ხანია, გაქრა თევზის სხვადასხვა სახეობა, ადარებს სხვა ზღვებს, რომლებსაც, როგორც ცნობილია, პირდაპირი კავშირი აქვს მსოფლიო ოკეანესთან და შესაბამისად, ძალიან ბევრ, მრავალფეროვან თევზის რესურსს ფლობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, აშკარად, არ ჰყოფნით სასკოლო გეოგრაფიული განათლება! ოროსნები...“.

ლ. ჩერნოვეცკის, აგრეთვე აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-3602/19).

I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს ცვლილებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლსა (,,უკანონო თევზჭერა“) და მთავრობის №403 დადგენილებაში, რომელიც ეხება ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტს“.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას საჭიროებს თევზჭერა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი მოქმედება. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, თევზსარეწი ტრალით თევზჭერა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს, ნადგურდება ზღვის ცოცხალი ორგანიზმები; ამავდროულად, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომლისთვისაც სანაპირო თევზჭერა შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.

ამდენად, განსახილველი საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის წესით დასჯადად აცხადებს ტრალით თევზჭერას და ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილში, სადაც ჩამოთვლილია იმ ქმედებათა შემადგენლობა, რომელთა განხორციელებაც მართლსაწინააღმდეგოდ არის აღიარებული.

II. კომიტეტის შეფასება

ტრალით თევზჭერა დაშვებულია ევროპული კანონმდებლობით, თუმცა, ამ კუთხით არსებობს გარკვეული შეზღუდვები და ეს შეზღუდვები განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, ეკოსისტემის დაცვისა და წყლის ცოცხალი ორგანიზმების გადარჩენის მიზნით. ამდენად, თევზსარეწი ტრალის ნებისმიერი სახეობით თევზჭერის ბლანკეტური აკრძალვა არ გამომდინარეობს საერთაშორისო პრაქტიკიდან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ტრალით თევზჭერის სისხლისსამართლებრივ ქმედებად გამოცხადება ვერ უზრუნველყოფს თავად წინადადებით შემოთავაზებული მიზნების შესრულებას. აღნიშნულის თქმის შესაძლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ ტრალით თევზჭერა სამრეწველო თევზჭერას წარმოადგენს, რომელიც ზღვის ნაპირიდან არანაკლებ 300 მეტრის დაშორებით უნდა განხორციელდეს, ხოლო სანაპირო თევზჭერა, რომელიც ზღვისპირა მოსახლეობის შემოსავლის წყაროა, იგი ზღვის ნაპირიდან არაუმეტეს 300 მეტრის დაშორებით არის ნებადართული. შესაბამისად, გამოირიცხება საკანონმდებლო წინადადებით დასმული პრობლემა - ეკონომიკური ზარალის მიყენების შესაძლებლობა სანაპირო თევზჭერით დასაქმებული მოსახლეობისათვის.

ამდენად, არ არსებობს საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული აკრძალვის (ტრალით თევზჭერისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების) აუცილებლობა, რაც სისხლის სამართლის, როგორც „ultima ratio-ს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

გარდა ამისა, უნდა აღნიშნოს, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება მთავრობის დადგენილებაში, რომელიც წარმოადგენს მთავრობის სამართლებრივ აქტს და რომლის გამოცემის უფლებამოსილებაც ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი

საკანონმდებლო წინადადება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და სამართლებრივ პრინციპებს.

დასკვნითი ნაწილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (1-3602/19/9) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ცნო უარყოფილად.

პატივისცემით,

კომიტეტის თავმჯდომარე

ანრი ოხანაშვილი





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42