"ჩემს მეუღლეს ნერვებმა უმტყუნა. როდესაც ჩვენს შვილს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა" - ნათელაშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
10:57, 04 Jun, 2019     774
ნათელაშვილების ოჯახს უკვე რამდენიმე წელია, რაც საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება! 57 წლის დედა, ქეთევან თოდაძე ორ სნეულს – შვილს და მეუღლეს უვლის, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ.


ქეთევანმა დახმარების თხოვნით მოგვმართა. მას თქვენი – კეთილი ადამიანების იმედი აქვს.

აი, რას გვიყვება ქეთევანი:

- სამი წლის წინ, ჩემს მეუღლეს ნერვებმა უმტყუნა. როდესაც ჩვენს შვილს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა, მის სამკურნალოდ ყველაფერი გავყიდეთ რაც გაგვაჩნდა და აქ გადმოვსახლდით. მრავალწლიანმა მკურნალობამ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო. ახლა ლევანი 17 წლისაა, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, არაა აგრესიული, და გვიჯერებს, მაგრამ ეს შედეგი რომ მიგვეღო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დავრჩით და მხოლოდ სოციალური შემწეობით ვირჩენთ თავს. ზვიადი – ჩემი მეუღლე, ძალიან განიცდიდა შექმნილ ვითარებას და საბოლოოდ, მასაც უმტყუნა ნერვებმა.

– ამ სახლს ქირაობთ?

– დიას, თვეში 50 ლარად. პირობები დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აქედანაც შეიძლება ნებისმიერ დროს გაგვასახლონ, თუ პატრონი სახლის გაყიდვას გადაწყვეტს. ჩვენი შემოსავალი ქმრის და შვილის პენსია და სოციალური შემწეობა, წამლების, საკვების საყიდლად და კომუნალური გადასახადების დასაფარად ძლივს გვყოფნის.

– თქვენ არ მუშაობთ?

– განათლებით ინჟინერი ვარ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც ვმუშაობდი, მაგრამ რაც ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა, სამსახურს თავი დავანებე. ახლა ძალიან მინდა მუშაობა, მაგრამ მეც ვერ დავიკვეხნი კარგი ჯანმრთელობით. სამჯერ გავიკეთე ოპერაცია – კისტა ამომაჭრეს, ერთხელ თვალებზეც მომიწია... გული მაწუხებს, მაღალი წნევები...

-ოპერაცია სახელმწიფომ დაგიფინანსათ, არა?

– კი, სახელმწიფომ დამაფინანსა. ასევე ჩემი ქმარი და შვილი სახელმწიფო პროგრამის სერვისებით სარგებლობენ. ადგილობრივი ხელისუფლებაც გვეხმარება, როგორც შეუძლიათ ისე. მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. გამგეობა ორ თვეში ერთხელ წამლებს გვიფინანსებს, უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ...

– ამჟამად ყველაზე მეტად რა გესაჭიროებათ?

– საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფაქტობრივად არ გვაქვს. რამდენიმე დღის წინ გაზქურა აგვიფეთქდა. სარეცხი მანქანა არც გვქონია არასდროს. მაცივარი არ მუშაობს ... ძალიან ბევრი მსმენია თქვენი ფონდის შესახებ, რომ უამრავი გულისხმიერი ადამიანები ეხმარებიან საქართველოში გაჭირვებულ ოჯახებს. მინდა რომ ჩემი ხმა მათ მიაწვდინოთ! ვოცნებობ, რომ ჩემი შვილი და მეუღლე კვლავ ჯანმრთელები იყვნენ.

მეგობრებო, ნათელაშვილების ოჯახს თქვენი დახმარება სჭირდება, ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება!

მათი მისამართია: საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა, ტელ: 591 31 31 87

თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა ,თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათელაშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/460-natelashvili/





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42