"ცალი ხელი და ფეხი სრულიად პარალიზებული მაქვს... ღამით ტკივილები მაღვიძებს" - 68 წლის როზა მარშავას დახმარება ესაჭიროება
10:36, 08 Jun, 2019     437
68 წლის როზა მარშავას ორიოდე თვის წინ გულმა უმტყუნა. მან ვერ გაუძლო იმ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს, რომელიც მას უკვე 25 წელია, რაც თან სდევს. ამა წლის მარტში, როზა მარშავამ იშემიური ინსულტი გადაიტანა. ახლა იგი ვერ გადაადგილდება და საწოლს არის მიჯაჭვული, მას წამოჯდომაც კი არ ძალუძს, რამეთუ სხეული პარალიზებული აქვს.


ხანდაზმულ ქალს უვლის 73 წლის მეუღლე თამაზ ფაჟავა, რომელიც ცდილობს საყვარელ მეუღლეს არ მოაკლოს ზრუნვა, მაგრამ გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები და მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა ავადმყოფის სათანადო მოვლის საშუალებას.

თამაზ ფაჟავა და როზა მარშავა აფხაზეთიდან დევნილები არიან. 1993 წელს მათ იძულებით დატოვეს მშობლიური კუთხე და თავი შეაფარეს ზუგდიდს, კერძოდ ე.წ. კობნინატის „ვექტორის“ დასახლებას.

შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ საცხოვრებლად გამოუსადეგარია: აქ არ არის სველი წერტილები და გაზი, კანალიზაციის სისტემა მოშლილია, ეზოში ანტისანიტარია სუფევს.

ჩვენ ვესაუბრეთ როზა მარშავას და ვთხოვეთ გაეზიარებინა თავისი გულისტკივილი:

- ქალბატონო როზა, როგორია, ამჟამად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როზა მარშავა: ცალი ხელი და ფეხი სრულიად პარალიზებული მაქვს. ღამით ტკივილები მაღვიძებს, მაღალი წნევისგან თავბრუ მეხვევა, საშინელი თავის ტკივილებიც მაქვს...

-როგორია თქვენი შემოსავალი?

როზა მარშავა: პენსია და სოციალური დახმარება 120 ლარის ოდენობით. ფული, ძირითადად, წამლებზე და პროდუქტებზე გვეხარჯება, ჰიგიენური საშუალებების საყიდლად კი ფული არ გვყოფნის...

-ბატონო თამაზ, საიდან ხართ წარმოშობით?

თამაზ ფაჟავა: ჩვენ გალის რაიონის სოფელ თაგილონში ვცხოვრობდით. მე ადგილობრივი მეურნეობის ბრიგადირი ვიყავი, ხოლო ჩემი მეუღლე სოფლის საბჭოს აღმასკომის მდივანი გახლდათ. ვცხოვრობდით ბედნიერად, მაგრამ რეგიონის ოკუპაციის შედეგად მოგვიწია სახლ-კარის დატოვება. 2 შვილი გვყავს. ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე კი უკრაინაში წავიდა ამასწინათ სამუშაოდ. აქ, ამ დასახლებაში და ზოგადად ზუგდიდში, საშინელი უმუშევრობა სუფევს. რა უნდა ქნას ახალგაზრდა კაცმა? როგორ უნდა არჩინოს ოჯახი? არც იქ ულხინთ, სადაც ახლა არიან, მაგრამ აქ ხომ სული ამოხდებათ შიმშილით. გვეხმარებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ინსულტის შემდეგ იმდენი წამალი სჭირდება, რომ ვერ ვშოულობთ ფულს, ძალიან გვიჭირს.

-ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?

თამაზ ფაჟავა: აქ საშინელი პირობები სუფევს. მაგალითად, მოვითხოვთ, რომ მერიამ მოაგვაროს ამორტიზირებული კანალიზაციის სისტემა. პირველ სართულზე ვართ და ფანჯარას ვერ ვაღებ, რადგან საშინელი სუნი დგას. ახალი მერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაგვპირდა ამ პრობლემის მოგვარებას. ვნახოთ... თუმცა ხალხს უკვე არ სჯერა დაპირებების, სამწუხაროდ.

ბატონო თამაზ, რაზე ოცნებობთ?

თამაზ ფაჟავა: 25 წელზე მეტი გავიდა, რაც მშობლიური კუთხე დავტოვეთ, მაგრამ ვერ ვივიწყებ მას, დღესაც კი მესიზმრება... ჩემი ოცნებაა საკუთარ სახლში დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება!

მეგობრებო, მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ ამ ხანდაზმული ცოლ-ქმრის პრობლემები, ამოვუდგეთ მათ გვერდში, დავეხმაროთ რით შეგვიძლია და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე.

თქვენ ისინი შეგიძლიათ თავად მოინახულოთ! მისამართი: ზუგდიდი, დევნილთა „ვექტორის“ დასახლება, მექაღალდის ქ. # 26, ტელ: 599557460.

თქვენ, ასევე, შეგიძიათ გადარიცხოთ თანხა ამ ადამიანების დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: როზა მარშავა). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/461-pm/





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42