"ხათუნას სჯერა, რომ სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება..." - ახალგაზრდა გოგოს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება
11:41, 12 Jun, 2019     597

„ვფიქრობ, განვიცდი, ვტირი, ვყვირი, მტკივა“,- ეს სასოწარკვეთილი სიტყვები 26 წლის ხათუნა ლემსაძეს ეკუთვნის, რომელიც ყოველდღე ებრძვის სიკვდილს! კრუნჩხვები იმდენად ხშირად აქვს, რომ ძვლების დეფორმაცია დაეწყო! ხათუნას დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდმა საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა: chernovetskyifund.ge.

...სამ წლამდე არავის გასჩენია ეჭვი, რომ ხათუნა მძიმე სენით იყო დაავადებული. ბავშვის ფიზიკური განვითარების შეფერხება დროებით მოვლენად იქნა აღქმული, მაგრამ როდესაც 7 წლის გოგონამ ფეხზე გავლა ვერ შესძლო, მშობლებმა განგაში ატეხეს. სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო, თანაც ოჯახს ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, რომ ბავშვისთვის უცხოეთში ემკურნალათ.

ლემსაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია და დუხჭირ პირობებში ცხოვრობს. ფული არც საკვებისთვის ჰყოფნით დ არც მედიკამენტებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების თაობაზე. ახალგაზრდა გოგო ხშირად ტირის ბედის უკუღმართობის გამო, იმ უმძიმესი მდგომარეობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა მისი ოჯახი, თუმცა ფარხმალს არ ჰყრის და გადარჩენისთვის განაგრძობს ბრძოლას.

ხათუნა ოცნებობს მეგობრების შეძენაზე, რათა გაუზიაროს თვისი ტკივილი და სევდა. მას სჯერა, რომ სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება!

მას კიდევ ბევრი რამ სჭირდება: პამპერსები, ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ორთოპედიული საწოლი და სხვა. თუ ჩვენმა ნაამბობმა თქვენში გამოიწვია თანადგომის სურვილი, გაუწოდეთ ხათუნას დახმარების ხელი და გაუხანგრძლივეთ მას სიცოცხლე!

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხათუნა ლემსაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42