"გაუსაძლისი პირობები ... ნანახმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც კი გადააჭარბა"- დევნილთა 45 ოჯახს დახმარება ესაჭიროება
11:14, 14 Jun, 2019     514
ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ. ზუგდიდში მდებარე „ვექტორის“ დევნილთა დასახლება, სადაც გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები სუფევს. ნანახმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც კი გადააჭარბა!


დევნილთა 45 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფომ აქ 90-იანი წლების დასაწყისში განათავსა მწყობრიდან გამოსულ შენობებში, ყოველდღიურად უხდებათ ბრძოლა გადარჩენისთვის!

როგორც გაირკვა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. აქ არ არის სველი წერტილები, არ არის გაზგაყვანილობა, სახურავიდან წყალი ჩამოდის, საცხოვრებელი ოთახები მოუწყობელია, ხოლო კორიდორები - გაპარტახებული. დასახლების ტერიტორიაზე არსებული კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც ეზოში საშინელი სუნი დგება, ხოლო გამეფებული ანტისანიტარია ხელს უწყობს ქვეწარმავლების გამრავლებას.

აი, რას აცხადებენ იქ მცხოვრებიბი:

ლ.ნ.: უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ აქ. წარმოშობით გალის რაიონიდან ვართ და როდესაც აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდა დაიწყო, გამოვიქეცით. დავსახლდით ზუგდიდში, რადგან ახლოს არის აფხაზეთთან. პირველი წლებში, საშინელ პირობებს რაღაცნაირად ვიტანდით, რამეთუ იმედი გვქონდა, რომ სახლში დავბრუნდებოდით. ეს მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა და ახლა გაუსაძლის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება!

ი.ა.: აქ მცხოვრებთა ძირითად შემოსავალს დევილის შემწეობა წარმოადგენს. დიახ, ეს 45 ლარი არის ერთადერთი სტაბილური „შემოსავალი“. ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს სეზონური სამუშაოს შოვნას. ჩვენთან საშინელი უმუშევრობაა. წლების წინ თხილის კრეფაში მაინც გვიხდიდნენ ფულს, თუმცა ახლა ფაროსანამ გაანადგურა პლანტაციები და მცირე შემოსავლის შოვნის საშუალებაც არ არის.

კ.ნ.: ჩემი მეუღლე უმუშევარია, ვზრდით სამ პატარა ბავშვს, სოციალურ დახმარებას ვიღებდით, რაც მხოლოდ პურის საყიდლად გვყოფნიდა. რამდენიმე თვის წინ, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეგვიჩერა დახმარება. მიზეზად დაასახელეს ის, რომ 45 ლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია გამოვიყენეთ.

მ.შ.: არაერთხელ მიგვიმართავს დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუმცა რეაგირება არ ყოფილა, მხოლოდ დაპირებები. არ მესმის, რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?!

ა.ს.: ახალი მერი წინაასაარჩევნო კამპანიის დროს გვესტუმრა და დაგვიპირდა დახმარებას. თუმცა უმეტესობას უკვე აღარ სჯერა მსგავსი დაპირებების. მე მხოლოდ კანალიზაციის გასუფთავება ვთხოვე. ავუხსენი, რომ იგი გასაწმენდია და რომ საშინელი სუნის გამო ფანჯარასაც ვერ ვაღებ ზაფხულში.

როგორც ხედავთ, „ვექტორის დევნილთა დასახლებაში საშინელი მდგომარეობაა და შესაბამისად, ადამინებში უიმედობა არის გამეფებული. განსაკუთრებით უჭირთ მოხუცებსა და ბავშვებს. ამ ხალხს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42