ექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის მერიას ყიდულობს
13:36, 29 Jul, 2019     5747
ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად თვალი ქუთაისში, შ. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მერიის შენობას დაადგა. როგორც "ნიუპოსტს" ინფორმირებული წყარო უყვება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი შენობის დანგრევას და იმ ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავს.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ივანიშვილმა სურვილის ასრულებას სახელმწიფო უწყებები უკვე შეუდგნენ.

კერძოდ, წყაროს ცნობით, აუდიტის სამსახურმა ქუთაისის ოფისის გაუქმება გადაწყვიტა და ამის შესახებ თანამშრომლებს ოფიციალურად განუცხადეს. თანამშრომლებს უთხრეს, რომ უწყება თბილისში გადადის. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი დედაქალაქში უკვე გადმოიყვენეს, მეორე ნაწილს კი უთხრეს, რომ ისინი შენობაში იანვრამდე დარჩებიან. როგორც ირკვევა, აუდიტის სამსახურის შენობაში, ქუთაისის მერია განთავსდება. ქუთაისის მერიის ამჟამინდფელი შენობა კი სავარაუდოდ ფორმალურად აუქციონზე გაიყიდება მისი მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილი გახდება.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ოლიგაქთან უკვე შეთანხმდა სასტუმროს დიზაინი და საჭირო ხარჯები. როგორც ჩანს, ივანიშვილს, სასტუმროს იდა იმდენად მოსწონს, რომ პროცესები ელვის სისწრაფით დაჩქარდა.

"ნიუპოსტი" აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამსახურს ქუთაისის წარმომადგენლობის თბილისში გადმოყვანა და რა ცვლილებებია დაგეგმილი ამ მიმართულებით, უწყების პრესსამსახურში ქუთაისის ოფისის გაუქმებას უარყოფენ.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისი არ უქმდება. განიხილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სამსახურის თბილისში გადმოტანის საკითხი. ხარჯების ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, ასე უფრო მოსახერხებელია აღმოსავლეთ საქართველოს მოცვა აუდიტორების მიერ. ქუთაისში რჩება დასავლეთ საქართველოს სამსახური, რომელიც მოიცავს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს“ - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

ჩვენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურსაც დავუკავშირდით და მათი პასუხის მიღებისთანავე, მათ პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან ომის შედეგებს - ომბუდსმენი
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42