სამეცნიერო შოუ - „GEO-OSS - ბიოლოგიურად აქტიური ძვლის იმპლანტი“
16:04, 23 Sep, 2019     390

20 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პრეკლინიკური და ექსპერიმენტული ანატომიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო შოუ - „GEO-OSS - ბიოლოგიურად აქტიური ძვლის იმპლანტი“.

სამეცნიერო შოუს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, დაინტერესებული პირები.

შოუს ხელმძღვანელობდა პრეკლინიკური და ექსპერიმენტული ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ კაკაბაძე. შოუზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტი.

ფესტივალის სტუმრებს საოპერაციო ოთახში შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ, თუ რა ტიპის სამედიცინო ექსპერიმენტები ტარდება საქართველოში. ახალგაზრდებს უჩვენეს, როგორ ხდება ჰისტოლოგიური პრეპარატების მიღება.

თსსუ-ის მესამე სასწავლო კორპუსის ფოიეში წარმოდგენილი იყო ცენტრალური შოუ, სადაც ახალგაზრდები დაესწრნენ ვიდეოპრეზენტაციას, გაეცვნენ ჩატარებულ ექსპერიმენტებს და ნახეს, მიღებული შედეგები როგორ შეიძლება გადავიდეს კლინიკურ პრაქტიკაში. აქვე წარმოდგენილი იყო ხელოვნურად მიღებული ბიოაქტიური ძვალი, ხელოვნური ღვიძლის ეკვივალენტი, ხელოვნური სისხლძარღვები.

პროფესორმა ზურაბ კაკაბაძემ ფესტივალის სტუმრებს დაწვრილებით აუხსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ამ სამეცნიერო მიღწევებზე სავაჭრო ნიშნის მოპოვებას. მან ისაუბრა GEO-OSS - ბიოლოგიურად აქტიურ ძვლის იმპლანტზე, მათ შორის, აშშ-ის მეცნიერებთან ერთად შემუშავებულ ბიოლოგიურად აქტიურ იმპლანტზე.

ღონისძიება დასრულდა გადაუდებელი დახმარების სწავლებით, რაშიც მონაწილეები ხალისით ჩაებნენ.

როგორც თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ აღნიშნა, „GEO-OSS - ბიოლოგიურად აქტიური ძვლის იმპლანტი“ _ ფესტივალის ფარგლებში მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიო მნიშვნელობის კვლევები. ,,ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მასშტაბური და აქტუალური კვლევები მიმდინარეობს. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი უკვე მეხუთე წელია ტარდება და მისი პოპულარობა იზრდება, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია “ - განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან ომის შედეგებს - ომბუდსმენი
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42