ექსკლუზივი: სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში - არიან დაჭრილები, დაღუპულია ერთი ადამიანი
14:13, 27 Nov, 2019     4341
სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში - "ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი ხოლო, დაშავებულია რამდენიმე პირი.

მომხდარის შესახებ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთით, სოფელ საკობიანოსთან შემთხვევა მანამდე არსებული ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელებაა, ხოლო მეორე ვერსიით, ჰესების მშენებლობის საკითხზე არსებულ დავას უკავშირდება.

როგორც პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა, მისივე მტკიცებით, ჰესების კონფლიქტს მომხდართან კავშირი არ აქვს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, დაპირისპირება ჰესების საკითხმა გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. "ნიუპოსტი" მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ფოტო არქივიდან





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
მოვითხოვეთ, შსს-ს საიტზე არ დაიდოს განცხადებები, თითქოს მხოლოდ სუიციდზე მუშაობენ - რამიშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42