„ჯიპიაი ჰოლდინგი“ შეუფერხებლად განაგრძობს სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას მარნეულსა და ბოლნისში
ჯანმრთელობა - 12:59, 24 Mar, 2020     5418

24 მარტი, 2020 წ.: მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები სამედიცინო მომსახურების ყველა სერვისს უწყვეტად, შეფერხების გარეშე იღებენ, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას, მიმართვას სპეციალისტთან საჭიროების შემთხვევაში, ასევე სამედიცინო სერვისების დაფინანსებას, საგარანტიო წერილს ოპერაციისათვის. ჩვენს დაზღვეულებს, რომლებიც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, იზოლაციაში აღმოჩნდნენ, ოჯახის ექიმი მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის” სამშობიაროს ბაზაზე არსებულ კლინიკაში ემსახურება (რუსთაველის ქ. #112). ,,ჯეოჰოსპიტალსის“ ეს სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მასზე კარანტინი არ ვრცელდება. პაციენტები იქვე, კლინიკიდან გაუსვლელად, იღებენ ყველა საჭირო ამბულატორიულ მომსახურებასაც, აუცილებლობის შემთხვევაში კი სხვა კლინიკებში გადამისამართდებიან. უსაფრთხოების მიზნით, ჯეოჰოსპიტალში ოჯახის ექიმის ვიზიტამდე დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე : 2505222 და დანიშნონ ვიზიტი: ბოლნისის რაიონში ოჯახის ექიმის სერვისი კი, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია კლინიკაში “ახალი სამედიცინო ცენტრი” (აღმაშენებლსი #25).

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიდევ ერთხელ მიმართავს მაღალი რისკის მქონე რეგიონში მცხოვრებ დაზღვეულებს, მათივე უსაფრთხოებისათვის, ექიმთან კონსულტაცია დისტანციურად, ტელეფონის საშუალებით გაიარონ.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უკვე მეორე კვირაა კურაციოს ბაზაზე პირადი ექიმებისა და პედიატრების ჯგუფია მობილიზებული, იმისათვის რომ ჩვენმა დაზღვეულებმა შესაბამისი კონსულტაცია, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით მიიღონ. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კლინიკა კურაციოს ცხელი ხაზი 2 43 01 01 და ასევე ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცხელი ხაზი 2 505 111, რომელთა მეშვეობითაც ექიმთან კონსულტაციის ჩანიშვნაა შესაძლებელი. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა სავარაუდო შეფერხების შესაძლებლობას ითვალისწინებს და საჭიროების შემთხვევაში, მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებ დაზღვეულებს რუსულენოვანი პირადი ექიმით მოემსახურება.

,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულების მომსახურებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეუფერხებლად განაგრძობს. ჩვენს დაზღვეულებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩვენი ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმში მიიღონ კომპანიის ვებპორტალის www.gpih.ge საშუალებით, ან მობილური აპლიკაციით MYgpi (თავსებადია IOS და Android სისტემებზე), ამასთან ისარგებლონ ონლაინ დახმარებით კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.

,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულებს სთავაზობს სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ექიმის კონსულტაცია ან საჭირო მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშე, ასევე საგარანტიო წერილი ოპერაციისთვის კლინიკაში წარსადგენად. ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი დაზღვევს პრემიის გადახდაც,

დაზღვევის შეძენა ან განახლება. მომსახურების ცენტრებთან, რომლებიც ჩვენი დაზღვეულების და თანამშრომლების უსართხოების მიზნით, გასულ კვირას დაიხურა, სპეციალური ყუთებია განთავსებული, სადაც დაზღვეულებს საჭირო დოკუმენტაციის დატოვება შეუძლიათ. კომპანია მათ დროულ შესწავლას და საპასუხო ზომების მიღებას უზუნველყოფს.

ანაზღაურების გაცემა კი ერთი სამუშაო დღეში ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42