ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოსალოდნელი დიპლომატიური სკანდალი - იგეგმება საქართველოს ელჩის უკრაინიდან გამოწვევა
23:37, 23 Apr, 2020     1816

ზელენსკის გადაწყვეტილების გამო საქართველო–უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობა იძაბება – "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოს ელჩის უკრაინიდან გამოიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ელჩი კონსულტაციებისთვის არ გამოუწვევიათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში საქრთველოს ელჩმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვოს. "მთავარის" ინფორმაციით, მიზეზი არის ის, რომ დავით ზალკალიანი ძალიან გააბრზა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებამ, როცა მან სააკაშვილს ძალიან მაღალი თანამდებობა შესთავაზა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან გააბრაზა ზელენსკის გადაწვეტილებამ და მიიღეს პრაქტიკულად დიპლომატიური ომის გამოცხადების გადაწყვეტილება.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩემი უკრაინელი მეგობრებისგან, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს ელჩის გამოწვევის საკითხი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით საქართველოს საგარეო უწყებამ და მათ შორის ზალკალიანმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძალიან სერიოზული პრეტენზიები გამოთქვა თავის კოლეგასთან და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირიბად დაადასტურა ის, რომ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი დაინიშნება უკრაინის ვიცე-პრემიერად, მაშინ ისინი გადახედავენ საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობას. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის საქართველოს ინტერესების წარმოუდგენელი ღალატი. იმიტომ რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე. თუ ეს საკითხი დადგა და როგორც ჩანს სწორედ ამისკენ ისწრაფვის ბიძინა ივანიშვილი და დავალება აქვს მთელ სახელმწიფო სტრუქტურებს, ეს არის კაპიტულაცია ზუსტად გავრილოვის და გავრილოვების," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ის რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ძალან გაბრაზებულები არიან უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის თაობაზე, კარგად ჩანს "ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის გაკეთებულ განცხადებაში, სადაც მან აღნიშნა, რომ "ოცნება" არ გამორიცხავს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვას უკრაინასთან იმ შემთხვევაში თუ კი ზელენსკი სააკაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნავს. რატი იონათამიშვლის განცხადებას პოლიტოლოგების გამოხმაურება მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ მსაგვსი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან უპრეცენდენტო იქნება და ეს მათ არ უნდა დაუშვან რადგან, ძალიან მცდარი ნაბიჯი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან.
"ბატონი რატი ამბობს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა, ასეთი ტერმინი ჩემთვის უცნობია. თუ გაწყვეტას გულისხმობს, მაშინ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ასე მარტივად არ ხდება. საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან და სირიასთან . ამისთვის კონკრეტული მიზეზიც არსებობს. თუ ბატონი რატი ურთიერთობების გაუარესებას გულისხმობს, ეს მართლა შესაძლებელია რომ მოხდეს. მე იმედი მაქვს , რო მ საქართველოს ხელისუფლება შეცდომას არ დაუშვებს, რადგან თუ აქედან ვინმე იზარალებს ეს იქნება საქარტველო" - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი , ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე.


საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია, აცხადებს, რომ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინას შორის არ არი დამოკიდებული ერთი პოლიტიკური ძალის სიმპატია, ანტიპატიაზე. მისი ტქმით მსგავსი ტიპის განცხადებები აზარალებს ქვეყნის სგარეო ინტერესებს.
სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ თუ სტრატეგიული ინტერესები ემთხვევა როგორც სახელმიფოს და დემოკრატიის მშენებლობის კუთხით, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით. აქედან გამომდინარე ეს პარტნიორობა არ არი დამოკიდებული ერთი პოლიტიკური ძალის სიმპატია, ანტიპატიიაზე. შესაბამისად ასეთი ტიპის განცხადებაც კი სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საგარეო ინტერესებს და მინიმუმ არის უპასუხისმგებლობა" - აცხადებს ბათუ ქუთელია.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42