Daily Mail-ის სკანდალური გამოძიება - პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ გავლენიანმა გამოცემამ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.
სესიაშვილის განცხადებით, ამ ინფორმაციას ქართული სტრუქტურები არ ადასტურებენ, შესაბამისად, ოპონენტებს ამის გამო კიდევ ერთხელ "გაუცრუვდებათ იმედი", ვინაიდან, როგორც იგი ამბობს, ოპოზიციას "ძალიან დიდი სურვილი აქვს, "საქართველოზე მავნებლური ინფორმაცია გავრცელდეს და საქართველო სკანდალში გაეხვეს".
"თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან და ბრიტანელები ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ, როცა რუსეთმა განახორციელა თავდასხმა საქართველოზე. არ გაეპარებოდა არც ერთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეილი მეილმა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციას ჩვენი სტრუქტურები არ ადასტურებენ, მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედები უნდა გავუცრუო, რომ საქართველო არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში", - თქვა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ,ი ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილის" ინფორმაციით, ჰაკერებმა სამედიცინო ჩანაწერები კიბერ თავდასხმის გზით, ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრიდან მოიპარეს. დაჯგუფება კრემლთან და ირანთან არის დაკავშირებული და თავდასხმა საქართველოდან განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები