"გულის გაჩერება აღენიშნებოდა"- შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც "ეკო გაზში" დენმა დაარტყა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
15:13, 03 Jun, 2020     2395

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 39 წლის მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცეტრში მართვით სუნთვაზე იმყოფება.

“პაციენტს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას.

სტაბილურად მძიმეა, არის მართვით სუნთქვაზე”,- განაცხადეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია.

ის საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა. მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნულ გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სასტიკი მკვლელობა – ორი დღის ჩვილს სახრახნისით 100 ჭრილობა მიაყენეს და ხრამში გადააგდეს
მეტეორის ჩამოვარდნის უიშვიათესი კადრები (ვიდეო)
ძალიან მსუქანი ციყვი, რომელიც ჩიზბურგეს შეექცევა – ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიარა (ვიდეო)
სახლში ჩაკეტილმა 5 და 7 წლის ძმებმა, ბებიის ცხედართან ერთი კვირა გაატარეს
სასტუმრო „ჰარი პოტერის“ სტილში – ადგილი, სადაც გრიფინდორის მოსწავლედ იგრძნობთ თავს (ფოტო)
ქალი, რომელიც ორი წელი დაკარგულად ითვლებოდა, ზღვაში ცოცხალი იპოვეს (ვიდეო)
"ახალ წელს ქმარმა მიღალატა..." - შორენა ბეგაშვილის ახალი გადაცემა და ემოციური მონოლოგი(ვიდეო)
ავტომობილიდან მოსაშარდად გადასულ 4 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცის“ განცხადება - ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება მარნეულში სახელისუფლებო პარტიის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42