რუსთავის ვიცე მერს სასტიკად სცემეს - მერიის შენობასთან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფების მომბილიზება გახდა საჭიღო
23:45, 05 Jun, 2020     507

ინციდენტი რუსთავის მერიის შენობაში - დედაქალაქის ვიცე-მერს სასტიკად სცემეს.

გოჩა ლორიას ფიზიკურად ქალაქის მკვიდრი ბექა თავაძე მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მიწის კომისიის სხდომაზე საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გადაფორმებაზე უარი უთხრეს.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოიძახეს. დაპირისპირებას კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლებიც.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თავაძეები უკვე ექვსი წელია უშედეგოდ ცდილობენ მიწის გადაფორმებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ბექა თავაძე ძალადობის მუხლით გუშინ დააკავეს. დღეს ოჯახის ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურთ, მხოლოდ ადასტურებენ, რომ დაპირისპირება მიწის გამო მოხდა.

რუსთავის ვიცე-მერმა „მთავართან“ სატელეფონო საუბრის დროს კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსთავის მერიაში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ და მძიმე კორუფციული მდგომარეობაა, რის გამოც ხშირია ფიზიკური დაპირისპირებები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსთავის მერსა და მის მოადგილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გასულ წელს ირაკლი ტაბაღუას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავმა სცემა, ფაქტის დაფარვის მიზნით კი, შვებულებაში გავიდა. მერისგან განსხვავებით, ვიცე მერს რიგითი მოქალაქე გაუსწორდა, ამიტომაც ახლა ბექა თავაძე დაკავებულია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან ომის შედეგებს - ომბუდსმენი
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42