პოლიტიკური ეპიდემია და სამთავრობო გადაწყვეტილების ექსკლუზიური დეტალები - ხელისუფლება 20 ივნისიდან თბილისის ჩაკეტვას და საგანგებო ვითარების გამოცხადებას გეგმავს?
პოლიტიკა - 14:54, 15 Jun, 2020     1803
გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია - „ნიუპოსტის“ წყარო მთავრობიდან ირწმუნება, რომ ხელისუფლება თბილისის ჩაკეტვის სცენარზე აქტიურად მუშაობს.

მთავრობის ადმინისტრაციდან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ხელისუფლებაში თითქოს შეთანხმდნენ, რომ 20 ივნისისთვისთვის, გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის თავზე დაგეგმილი აქციისთვის დედაქალაქი უნდა ჩაეკეტათ, თუმცა მთავრობის რამდენიმე წევრმა დღეს პოზიცია შეიცვალა და საკორდინაციო საბჭოზე თქვა, რომ „სირცხვილიასა“ და ოპოზიციას აქციის გამართვის საშუალებას მისცემენ, ხოლო მეორე დღესვე თბილისი უნდა ჩაკეტონ, რადგან აქციის დღეს თბილისის ჩაკეტვას „ხელისუფლების ოპონენტები და ოპოზიციურად განწყობილი მედია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეფუთავს და ახალი სკანდალი აგორდება“.

მეტიც, ჩვენი წყაროს ცნობით, მთავრობაში არც იმას გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყანის მასშტაბით გამოაცხადონ, რაც საბოლოო ჯამში არჩევნებს უკავშირდება.

სამთავრობო კულუარებში არ მალავენ, რომ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გეგმით 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები შესაძლოა დეკემბერში ჩაატარონ.

თუმცა ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ სცენარს ეპიდემიოლოგები არ ეთანხმებიან, რადგან ისინი ეპიდაფეთქებას სწორედ ნოემბერ-დეკემბერში პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, ქვეყნის აფეთქებამდე ჩაკეტვა უმართავ პროცესებს გამოიწვევს.

"ერთია დღეს რას ამბობენ გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე ტელეეთერიდან. ყველას კარგად გვახსოვს მათი განცხადებები, სანამ რუსთაველზე აქცია დაანონსდებოდა. მედიკოსები მეორე ტალღის დაწყებას შემოდგომისთვის ვარაუდობდნენ, თუმცა როგორც კი 20 ივნისის აქცია დაანონსდა, ხელისუფლებისა და ეპიდემიოლოგების რიტორიკა შეიცვალა და ისინი სიტუაციის გაუარესებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ" - აცხადებს "ნიუპოსტის" კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო.

წავა თუ არა ხელისუფლება ვა-ბანკზე ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ.

20 ივნისის აქციამდე 5 დღე რჩება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42