"პოლიტიკური კატასტროფა ოცნებისთვის...რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, გიორგი გაბუნია უფრო დაცული იქნება ამ ძალადობისგან"- გიგი უგულავა
14:58, 16 Jun, 2020     184

გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე - "ევროპულ საქართველოში" მიჩნევენ, რომ გამოძიების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის პარტნიორების ჩართვა.

გიგი უგულავა თქმით, რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, გიორგი გაბუნია უფრო დაცული იქნება ამ ძალადობისგან:

“პოლიტიკურად ეს არის კატასტროფა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების იქნება თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დავალებით შეიძლება ასეთი რამ შენს ქვეყანაში ხდებოდეს. მთავარი პრობლემა ახლა არის ის, რომ თუ ჩვენ ამ პრაქტიკას გავითვალისწინებთ ჩვენი ხელისუფლების და მართლმსაჯულების და თუ ავიღებთ მაგალითად, გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს, იქიდან მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ, რომ ეს ხელისუფლება, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს ეხება საქმე, საქმეებს იძიებს, როგორც თითქოს ეხება მეორეხარისხოვან მოქალაქეს და ეს არის პრობლემა. ანუ თუ ვიღაც ოპოზიციის მომხრეა, ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა და მისი საქმის გარშემო გამოძიება შეიძლება იყოს “მიფუჩეჩებული”, ისევე, როგორც მოხდა თარგამაძის შემთხვევაში - “რა მოხდა?” აი, ასეთი ტონალობით და "ქართული ოცნების" მომხრეებსა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ეს - “რა მოხდა გიორგი გაბუნიაა”, ეს ტონალობა უკვე იგრძნობა, ეს არის კატასტროფა, იმიტომ, რომ თუ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დააკანონებენ ამ ქვეყანაში, რომ ვიღაცები ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, ეს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ანახებენ მათ, ვისაც თავი ელიტა ჰგონია და რომ „ყველაფერი უბედურება ამათ და ყველაფერი სიკეთე ამათ“- ასე ქვეყანა ვერ აშენდება და წინ ვერ წავა. ამიტომ ძალიან მკაფიო ნაბიჯები არამარტო გამოძიების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაფანტოს ეს ლეგიტიმური ეჭვი. საქართველოში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ იქნებიან და ყველა ეს მოქალაქე სახელმწიფოსგან უნდა იყოს დაცული ერთნაირად და საიმედოდ“... იმისთვის, რომ სურათი უფრო ფართო და ნათელი იყოს და რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, მით უფრო ნაკლებად მოხდება ასეთი რამ და მით უფრო, ამ შემთხვევაში გიორგი გაბუნია დაცული იქნება ამ ძალადობისგან”, - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
მოვითხოვეთ, შსს-ს საიტზე არ დაიდოს განცხადებები, თითქოს მხოლოდ სუიციდზე მუშაობენ - რამიშვილი
ბადრი ჯაფარიძე - გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა
ლიბანის პრეზიდენტი: "ბეირუთში აფეთქების მიზეზი შესაძლოა რაკეტა ან ბომბი იყოს"
"ვაუ, მაგარი ამბები დაიწყო " - ბაჩანა ლობჟანიძე „ზეგ“-ის თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე
8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42