თეა წულუკიანმა ფრანგ კოლეგას კეზერაშვილის გადმოცემა სთხოვა
13:02, 14 Nov, 2013     1699

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირების თაობაზე ფრანგ კოლეგას მიმართა. წულუკიანის თქმით, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის კუთხით კეზერაშვილის ექსტრადირება მეტად მნიშვნელოვანია:

"საქართველოს მთავარი პროკურატურა მუშაობს საფრანგეთის სასამართლოსთვის დოკუმენტაციის გაგზავნის საკითხზე. მე მქონდა პატივი მიმემართა ჩემი კოლეგისთვის, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრისთვის და ამეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და სამართლიანობისთვის კეზერაშვილის ექსტრადაციის განხორციელება. მას შემდეგ რაც საფრანგეთი მიიღებს მასალებს, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს დააკავეს. დავით კეზერაშვილს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"მიეცით შანსი ესმოდეს და ილაპარაკოს" - ოპერაციის დროულ ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დავეხმაროთ 1 წლის დაჩის
ტრაგიკომედია, მითხრეს, რომ ინფიცირებული ვარ, მოვასწარი განმეორებითი ნიმუშის აღება და პასუხი უარყოფითია - "მთავარი არხის" ჟურნალისტი
,,მოვუწოდებ ივანიშვილს, დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში" - შალვა ნათელაშვილი
საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს
" ლელოს" ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო
ვხედავთ ისეთ რამეს, რაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა. საუბარია ძალადობის ფაქტებზე - ევროპარლამენტარი
ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს - ევროპარლამენტარი
ტაქსისტების მხარდაჭერა "ნაციონალურ მოძრაობას" - მძღოლები ენმ-ს ოფისთან შეიკრიბნენ
"არ ვიცი, რას უშვება ეს მთავრობა ამდენ ხალხს, უპასუხისმგებლობაა" - ბიზნესის წარმომადგენლები აქციებს აანონსებს
ჩვენი პრობლემაა ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის მზად არის ყველაფერზე წავიდეს - ბოკერია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42