ვადაგასულ ტაფაზე მომზადებული საჭმელი თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა - სპეციალისტები
17:49, 01 Aug, 2020     1310

ნებისმიერ სამზარეულოში ტაფა ერთერთი მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს. საჭმლის გემო არამარტო პროდუქტების, არამედ სწორედ ტაფის ხარისხზეა ხოლმე დამოკიდებული. დიასახლისები განსაკუთრებით გამოარჩევენ ხოლმე მათთვის მოსახერხებელ ტაფას და ვერ ელევიან მას. მაგრამ, როგორც ყველა ნივთს ამქვეყნად, ტაფასაც აქვს თავისი გამოყენების ვადა, რის შემდეგაც იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთად იქცევა.

გამოცდილი მზარეულები გვიხსნის, თუ როგორ უნდა შევატყოთ, როდის ეწურება ჩვენს სამზარეულო ინვენტარს ვადა. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ტაფას აქცევენ, რადგან სწორედ იქ მიდის წვის პროცესი.

მათი თქმით, მთავარი ნიშანი იმისა, რომ ტაფა გამოსაცვლელი გაქვთ, მასზე საჭმლის მიწვაა, რაც საჭმლის გემოსაც აფუჭებს და სხვა პრობლემებსაც უქმნის დიასახლისს.

"ტაფის ვარგისიანობა დამოკიდებულია მისი ხმარების სიხშირეზე და როგორც წესი 1-2 წელია. ტყუილად წვალობთ იმ ტაფის მოვლაზე, რომელსაც ვადა გასული აქვს და ყველაფერს იწვავს. ის უნდა გამოცვალოთ, რადგან უკვე თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო ხდება. გაფხაჭნილი ტაფა გამოყოფს მავნე ნოვთირებებს და ის უნდა მოიშოროთ," - აცხადებენ შეფ-მზარეულები.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ ტაფის "სიცოცხლის გახნგრძლივება" მისი სწორი მოვლით არის შესაძლებელი. განსაკუთრებით ეს ეხება სპეციალური მიწვისსაწინააღმდეგო ნივთიერებით დაფარულ ზედაპირს. მზარეულების თქმით, ტაფის გასარეცხად არ არის რეკომენდირებული ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოუყენება, ასევე, ტაფის აქტიურ ზედაპირს დიდ ზიანს აყენებს აგრესიული სარეცხი საშუალებების გამოყენება, - გვირჩევენ სპეციალისტები.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ…" – მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
"ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… " - ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
კარგი ამბავი: ცნობილია, როდის დატოვებენ კლინიკას შატილის ავარიას გადარჩენილები
რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა
ზურაბ დოიჯაშვილის მდგომრეობა დამძიმდა, მომღერალი 5 თვეა მართვით სუნთქვაზეა
"ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს სოცქსელში..." - ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის
საოცარი კადრები - ახალგაზრდა მონაწილემ საცოლეს ხელი სთხოვა პირდაპირ "მასტერშეფის" სტუდიაში სთხოვა
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი - მიხეილ სააკაშვილი
"ყოველთვის მოვიხდი ბოდიშს და ბოდიში არასდროს არის გვიან" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42